ბრინჯითა და ჩირით ფარშირებული გოგრის რეცეპტი

გოგრა არის საოცარი ბოსტნეული, ვიტამინებისა და მინერალების ნამდვილი საცავი! იგი შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელიც შემოდგომაზე გაცივებისგან დაგიცავთ, ხოლო A და E ჯგუფის ვიტამინები – ნაოჭების წინააღმდეგ მთავარი მებრძოლებია. გოგრა ასევე შეიცავს იშვიათ D ჯგუფის ვიტამინსაც, რომელიც ხელს უწყობს მძიმე საკვების ადვილად გადამუშავებას და ხელს უშლის სიმსუქნეს.

გარდა ამისა, გოგრა ნამდვილი რკინის წყაროა, რაც სახის ლამაზ ფერსა და კარგ განწყობაზე მოქმედებს. გოგრა შესანიშნავი საფუძველია გემრიელი, ნოყიერი და სასარგებლო კერძების მოსამზადებლად.

გოგრა ბრინჯით

გოგრის ფარშირებისთვის რაც არ უნდა გამოიყენოთ, ყველაფერი ძალიან გემრიელი გამოვა, რადგან შიგთავსი გაჯერებული იქნება გოგრის დელიკატური და განუმეორებელი გემოთი.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ გოგრა ღუმელში ბრინჯით და ჩირით. შესანიშნავი საშემოდგომო დელიკატესი!

ინგრედიენტები

  • 1 ც პატარა ზომის გოგრა
  • 2 ჭიქა ბრინჯი
  • 100 გრ გარგარის ჩირი
  • 100 გრ ქიშმიში
  • 100-150 მლ წყალი
  • 200 გრ კარაქი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • მწიკვით მარილი

მომზადების წესი

1. გარეცხეთ გოგრა, გააშრეთ და მოაჭერით ზედა ნაწილი. კოვზით გაასუფთავეთ გოგრა თესლისა და რბილობისგან.

2. გარგარის ჩირი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ქიშმიში და დაჭრილი გარგარი ჩაყარეთ პატარა ქვაბში, დაასხით ცოტაოდენი მდუღარე წყალი და დაადგით დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ.

3. მასა კარგად მოადუღეთ, შემდეგ კი კარაქი დაუმატეთ.

4. გარეცხეთ ბრინჯი, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და სანახევროდ მოხარშეთ. გადაღვარეთ მასში დარჩენილი წყალი და შეურიეთ ბრინჯი ქიშმიშისა და გარგარის ჩირის ნაზავს.

5. გაავსეთ გოგრა ბრინჯითა და ჩირით, ზემოდან “სახურავი” დაახურეთ. შედგით კერძი წინასწარ გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 1,5 სთ-ის განმავლობაში.

სულ ესაა, ბრინჯითა და ჩირით ფარშირებული გოგრა მზადაა. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი