ბოზბაში – ქართული ტრადიციული კერძის გემრიელი ვარიანტი

ბოზბაში ქართული ცხელი კერძია. მზადდება ცხვრის ან ბატკნის ხორცისგან. მისი მომზადების ორი ვარიანტი არსებობს. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ვარიანტს.

ინგრედიენტები:

  • ხორცი – 1 კგ
  • დუმა – 100 გ
  • ხახვი 3-4 თავი
  • ბრინჯი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
  • ზაფრანა 1 ჩაის კოვზი
  • კვერცხი – 3 ცალი
  • ქინძი – 50 გ
  • ტარხუნა – 50 გ

მომზადების წესი:

  1. ცხვრის ან ბატკნის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და მოვათავსოთ ქვაბში.
  2. ჩავამატოთ დუმა. დავასხათ ცივი წყალი ისე, რომ ხორცი კარგად დაიფაროს.
  3. დროდადრო მოვხადოთ ქაფი.
  4. ნახევარი საათის დუღილის შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ, ხორცი და დუმა ამოვიღოთ, ხოლო წვენი გავწუროთ.
  5. სუფთა ქვაბში ჩავყაროთ ხორცი, ჩავამატოთ ხორცთან ერთად მოხარშული და შემდეგ წვრილად დაკეპილი დუმა, წვრილად დაჭრილი ხახვი, წმინდად დაფქული ბრინჯი, დავასხათ ბულიონი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე.
  6. ხორცი რომ მოიხარშება,  ქვაბი გადმოვდგათ ქურიდან და ცოტა გავარგრილოთ.
  7. ცალკე გავთქვიფოთ კვერცხი და ნელ-ნელა ჩავასხათ ქვაბში, თან განუწყვეტლივ ვურიოთ.
  8. შევანელოთ მარილით, წმინდად დაფქული შავი პილპილით და წვენშივე  გახსნილი დაფქული ზაფრანით.
  9. გავაცხელოთ, ოღონდ არ უნდა ავადუღოთ. დავუმატოთ ახალი ქინძი და ტარხუნა.
  10. სურვილისამებრ გაგრილებული ბოზბაში შეიძლება შევაზავოთ ტყემლის, კოწახურის ან ბროწეულის გამოწურული სუფთა წვენით.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი