კლასიკური მოცვის ნამცხვარი შტროიზელით

1632

კლასიკური ხრაშუნა შტროიზელით ნამცხვრების, პურისა და ღვეზლის ზედაპირს  რთავენ და მათთან ერთად ღუმელში აცხობენ. იგი ფქვილით, შაქრით და სუნელებით მზადდება. სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ ნიგვზის ლებანი, თხილის ან ნუშის გული. ის უფრო ხრაშუნას გახდის ნამცხვარს.

ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის:

  • 300 გ თეთრი ფქვილი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 180 გ კარაქი უმარილო, დარბილებული
  • 150 გ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა წვრილად გახეხილი
  • 2 კვერცხი
  • 180 მლ რძე
  • 300 გ  მოცვი

ზედაპირისთვის:

  • 50 გ თეთრი ფქვილი
  • 70 გ ყავისფერი შაქარი
  • 1 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
  • 60 გ კარაქი მარილიანი, დაჭრილი
  • 120 გ ნიგვზის ლებანი, თხილის ან ნუშის გული

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. ნამცხვრის გამოსაცხობ  მრგვალ ფორმას (23 სმ), რომელსაც გვერდი ეხსნება, მთელ ზედაპირზე კარაქი წაუსვით. ძირზე პერგამენტის ქაღალდი ჩაუფინეთ.
  2. თეთრი ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი ჯამში შეურიეთ.
  3. კარაქი, შაქარიდა ლიმონის ცედრა მიქსერით საშუალო სიჩქარით აქთვიფეთ თეთრი, კრემისებური  მასის მიღებამდე. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. მიქსერი დაბალ სიჩქარეზე გადაიყვანეთ და რიგრიგობით ამატეთ ფქვილი და რძე. წინასწარ მომზადებულ ფორმაში ცომი კოვზით გადაიტანეთ. ზემოდან მოცვი მოაბნიეთ.
  4. ზედაპირი: ფქვილი, ყავისფერი შაქარი და დარიჩინი მომცრო ჯამში შეურიეთ. კარაქი შეაზილეთ და აკეპეთ. დაუმატეთ ნიგოზი და მოაყარეთ მოცვი.
  5. აცხვეთ 1 საათი, შემდეგ ალუმინის ფოლგა გადააფარეთ და 15 წუთი დატოვეთ ღუმელში. ხის ჩხირი ცენტრში ჩაარჭვეთ თუ არაფერი ამოჰყვა, ბისკვიტი მზად არის. 10 წუთი ფორმაშივე გააგრილეთ, შემდეგ ცხაურზე გადააბრუნეთ.
  6. სუფრაზე მიიტანეთ თბილი.