ბერძნული სალათი: ახალი ბოსტნეული, ზეთისხილი და ყველი ფეტა

0
142

ახალი ბოსტნეული, ზეთისხილი და უგემრიელესი ყველი – ეს არის საოცარი სალათის კომბინაცია. ამ სალათს ძალიან უხდება ზეითუნის ზეთი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ისპანახი და ლიმონი.

ინგრედიენტები

  • 2 პომიდორი
  • 2 კიტრი
  • 1-2 ტკბილი წიწაკა
  • 200გ ყველი ფეტა
  • 0,5 ქილა ზეთისხილი
  • 1 წითელი ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 კბილი ნიორი
  • ბაზილიკის ფურცლები
  • 1/3 კოვზი ლიმონის წვენი და მდოგვი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 1 წითელი ხახვი
  • ოხრახუში

მომზადება

  1. გარეცხეთ მწვანილიდა ბოსტნეული, გააშრეთ. კიტრი გაჭერით შუაზე და დაჭერით, პომიდორი – მრგვლად, წიწაკა – დიდ კუბიკებად, ყველი – დიდ კუბიკებად.
  2. გაასუფთავეთ ხახვი, გააშრეთ და დაჭერით მრგვლად. კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ხახვი და ზეთისხილი დაუმატეთ ერთმანეთს.
  3. გაასუფთავეთ ნიორი და დაჭყლიტეთ. დააქუცმაცეთ ბაზილიკის ფოთლები. ზეითუნის ზეთს დაუმატეთ ლიმონის წვენი, მდოგვი, ნიორი, ბაზილიკი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, კარგად მოურიეთ.
  4. მომზადებული სალათს მოასხით სოუსი და კარგად მოურიეთ. ზემოდან მოაყარეთ ყველის კუბიკები და მწვანილი. ხახვს მიეცით ქრიზანთემის ფორმა.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი