ამ სალათის ერთხელ დაგემოვნების შემდეგ, ვინიგრეტს დაივიწყებთ: ლობიო, სოკო – ნოყიერი და გემრიელი

1876

დაკონსერვებული ლობიოსა და სოკოს შეხამება ძალიან ნოყიერი და გემრიელი გამოდის. ოდნავი სიმჟავის დამატებით კი კერძი კიდევ უკეთესი გახდება. ამიტომაც “გასტრონომიამ” ეს სალათი თავისი რეცეპტების სიაში შეიტანა.

ამ სალათთან რაიმეს მირთმევა საჭირო არ არის, ის უკვე თავისთავად არის სრულფასოვანი კერძი, შეგიძლიათ გემრიელად ივახშმოთ, თან მომზადებასაც დიდი დრო არ სჭირდება. მუდამ შეინახეთ დაკონსერვებული ლობიოს ქილა, და აი, რატომ…

ინგრედიენტები

  • 500 გრ დაკონსერვებული ლობიო
  • 500 გრ ქამა სოკო
  • 4 ც მჟავე კიტრი
  • 2 ც ხახვი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • მარილი, პილპილი, მწვანილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით წვრილად სოკო და ხახვი, შეწვით ზეთში.
  2. დაჭერით მჟავე კიტრი, ლობიო გაავლეთ წყალში.
  3. შეურიეთ ინგრედიენტები, დაუმატეთ მარილი, პილპილი, ზეთი.
  4. 10 წუთში მოაყარეთ მწვანილი.

მარტივი, სწრაფი და რაც მთავარია, ნოყიერი და პიკანტური ლობიოს სალათი მზადაა! გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!