“აკროშკის” 7 საუკეთესო რეცეპტი

აკროშკის სახლში მომზადება ნებისმიერმა დიასახლისმა უნდა იცოდეს, რადგან ამ ნოყიერ და გრილ კერძს თქვენი ზაფხულის სიცხისგან ხსნა და ენერგიით ავსება შეუძლია.

უმეტეს შემთხვევებში აკროშკა ზაფხულში მზადდება, რადგან ამ დროს გაცილებით იოლია ახალი ბოსტნეულისა და მწვანილის პოვნს, თან ეს კერძი ცივად უნდა მიირთვათ და შესაბამისად ის ცხელ ზაფხულს უფრო უხდება. დღეს ამ კერძის 7 საუკეთესო რეცეპტი მოგიმზადეთ.

აკროშკა კეფირით

  • 2 ცალი კარტოფილი
  • 1 კონა მწვანილი
  • 1 კონა კამა ან ოხრახუში
  • 2 ცალი კვერცხი
  • 6 ცალი ბოლოკი
  • 2 საშუალო ზომის კიტრი
  • 1 ლიტრი კეფირი
  • 400 გრამი ლორი

მოხარშეთ კარტოფილი, გააგრილეთ და მოაცალეთ კანი. კიტრი გარეცხეთ, კვერცხი კარგად მოხარშეთ და გაასუფთავეთ. კვერცხი, ლორი, კარტოფილი და კიტრი კუბებად დაჭერით, ბოლოკი ოთხ ნაწილად გაჭერით. წვრილად დაჭერით მწვანილი და ეს ინგრედიენტები დიდ ჭურჭელში ერთმანეთს გადაურიეთ. შეაზავეთ მარილით და კეფირი დაასხით.

აკროშკა ბურახით

ინგრედიენტები

  • 1.5 ლიტრი მუქი ბურახი
  • 1. კილოგრამი კარტოფილი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 350 გრამი ძეხვი
  • 200 გრამი ბოლოკი
  • 300 გრამი კიტრი
  • 200 გრამი არაჟანი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 კონა მწვანილი

მოხარშეთ კვერცხი და კარტოფილი. ძეხვი, წიწაკა, ბოლოკი, კიტრი, გაფცქვნილი კარტოფილი და კვერცხი წვრილ კუბებად დაჭერით. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ და ბურახი დაასხით. აკროშკა თეფსებში გაანაწილეთ, მწვანილით მორთეთ და გემრიელად მიირთვით.

აკროშკა აზერბაიჯანულად

ინგრედიენტები

  • 300 გრამი მაწონი
  • 100 გრამი ძროხის ხორცი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 2 ცალი კიტრი
  • შაქარი გემოვნებით
  • 1 კონა ქინძი ან კამა
  • მარილი

მაწონი წყალში გააზავეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კიტრი. მოაყარეთ მარილი და დაუმატეთ შაქარი გემოვნებით. აკროშკას მოხარშული ხორცი და მწვანილი დაუმატეთ.

ცივი წვნიანი ქათმის ბულიონით

 

ინგრედიენტები

  • 3 ცალი კვერცხი
  • 2 ცალი კარტოფილი
  • 400 გრამი ქათმის ფილე
  • 5 ცალი ბოლოკი
  • 5 სუფრის კოვზი მაიონეზე ან არაჟანი
  • 2 ცალი კიტრი
  • 1 კონა კამა
  • 1 კონა ოხრახუში
  • მარილი
  • წიწაკა

მოხარშეთ ქათმის ხორცი და ბულიონიდან ამოიღეთ. მოხარშული კარტოფილი და კვერცხი დაჭერით კუბებად. ბოლოკი დაჭერით რგოლებად, კიტრი კი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. მომზადებული ინგრედიენტები აურიეთ და ცივი ბულიონი დაასხით. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხორცი, ასევე მარილი და წიწაკა გემოვნებით. მორთეთ არაჟნით და მწვანილით.

აკროშკა ლუდით

ინგრედიენტები

  • 2 ცალი ბოლოკი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 2 ცალი კიტრი
  • 400 გრამი ძეხვი
  • 2 ცალი კარტოფილი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 1 ლიტრი ლუდი

ინგრედიენტები ისევე მოამზადეთ როგორც სტანდარტული აკროშკის შემთხვევაში, ბოლოს კი ცივი. მუქი ლუდი დაასხით.

აკროშკა მინერალური წყლით

ინგრედიენტები

  • 4 ცალი კარტოფილი
  • 150 გრამი სალიამი
  • 4 ცალი კვერცხი
  • 5 ცალი კიტრი
  • 200 გრამი წიწიბურა
  • 2 კონა მწვანე ხახვი
  • 1 ლიტრი კეფირი
  • ძმარი
  • 200 გრამი არაჟანი
  • 1 ლიტრი მინერალური წყალი

მოამზადეთ ინგრედიენტები და დაასხით კეფირი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ცოტაოდენი ძმარი. ყველაზე ბოლო მომენტში მინერალური წყალი დაუმატეთ. კეფირი და მინერალური წყალი აუცილებლად ცივი უნდა იყოს.

აკროშკა კიბორჩხალის ჩხირებით

ინგრედიენტები

  • 1 ლიტრი პურის ბურახი
  • 1 შეკვრა კიბორჩხალის ჩხირები
  • 5 დიდი ბოლოკი
  • 2 კიტრი
  • 2 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი მდოგვი
  • 1 კონა კამა ან ოხრახუში
  • 3 სუფრი კოვზი არაჟანი

ეს აკროშკაც სტანდარტულად მზადდება, უბრალოდ აქ ხორცსა და ძეხვს კიბორჩხალის ჩხირები ანაცვლებენ. მდოგვი კერძს სიცხარეს უმატებს.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი