აკროშკა პომიდვრის წვენითა და ძეხვით

აკროშკა ჩვეულებრივ კეფირით, ბურახით ან არაჟნით მზადდება, ყოველ ვარიანტშ თვისი სპეციფიური გემო აქვს თუმცა არსებობს რაღაც რაც მათ აერთიანებს – აკროშკა გამაგრილებელი კერძია! ის ძალიან მსუბუქია მაგრამ საკმაოდ ნოყიერიც. დღეს აკროშკის ოდნავ განსხვავებულ ვერსიას შემოგთავაზებთ და მას პომიდვრის წვენში მოვამზადებთ. ამ კერძს განსაკუთრებული ინგრედიენტები არ ესაჭიროება და არსებულ ინგრედიენტებშიც შეგიძლიათ ცვლილებებიც შეიტანოთ, მაგალითად ხორცი ძეხვით ან სხვა სუბპროდუქტებით ჩაანაცვლოთ.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 3-4 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • კიტრი 1 ცალი
  • მოხარშული ძეხვი 200 გრამი
  • პომიდვრის წვენი 800 მილიგრამი
  • ლიმონი 0.5 ცალი
  • მდოგვი გემოვენბით
  • სტაფილი 2 ცალი
  • მწვანე ხახვი 20 გრამი
  • კიტრის მწნილი 2 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • კიტრის მწნილის წვენი 200 მილიგრამი
  • დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი

1. მოხარშეთ კარტოფილი, კვერცხი და სტაფილო. გაფცქვენით, გააცალეთ კანი და ნაჭუჭი. თუ ძეხვის ნაცვლად ხორცს გამოიყენებთ ისიც უნდა მოხარშოთ.

2. დავიწყოთ მზადება. კარტოფილი, სტაფილო, ახალი კიტრი, კიტრის მწნილი და კვერცხი მცირე ზომის კუბებად დაჭერით. დაჭერით ორივე ტიპის ხახვიც.

3. ძეხვი და ხორციც კუბებად დაჭერით. მომზადებული ინგრედიენტები შეაზავეთ მარილით და კარგად აურიეთ ერთმანეთში. ცალკე აურიეთ პომიდვრის წვენი და კიტრის წვენი.

4. წვენს ნახევარი ლიმონის წვენი დაუმატეთ და ცოტაოდენი წითელი წიწაკა დაუმატეთ. გააცივეთ მაცივარში. სუფრასთან მიტანამდე წვენში ინგრედიენტები ჩაყარეთ.

აი ასე მზადდება აკროშკა ტომატის წვენით. შეგიძ₾იათ ის არჟნით ან მდოგვით მიირთვათ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი