ჰაეროვანი მარწყვის ჟელეს სუფლე. ტიკტოკის გახმაურებული რეცეპტი

293

მხოლოდ 2 პროდუქტი და 15 წუთი საკმარისია, რომ ისეთი ფერადი დესერტი მიიღოთ, როგორიც საკონდიტროში იყიდება. ჰგავს ზღაპარს? ასე არაა. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ აღმოჩენას, რომელმაც ინტერნეტში ყველა კულინარიული გვერდი ააფორიაქა. დიახ, ვგულისხმობთ ნაყიდ ჟელესგან მომზადებულ უჩვეულო ფორებიან სუფლეს.

უჩვეულო გემო აქვს. სახლის სუფლეს ასოციაცია აქვს, მაგრამ უფრო ჰაეროვანი და პირში მდნობია. გამაგრებული მასა სტაბილურია, ადვილად იჭრება. ჟელეს ფხვნილით მომზადებული სუფლე უფრო ჰგავს ზეფირს, მარშმელოუს, ტკბილ ბამბას. ყველა აღფრთოვანდება, განსაკუთრებით ბავშვები.

ჰაეროვანი ჟელეს სუფლე: მომზადების მომენტები

რეცეპტი გათვლილია 24×17 სმ ფორმაზე. მზა ნაწარმის წონაა 500-550 გ. ფხვნილის წონას ყურადღება მიაქციეთ. სტანდარტულად, ერთ შეფუთვაში 78 გრამია. ორცხობილა გემოვნებით აირჩიეთ. როგორც ტკბილი, ასევე მარილიანი გამოგადგებათ. ექსპერიმენტები დასაშვებია.

ინგრედიენტები:

  • 2 შეფუთვა მარწყვის ჟელე
  • 140 გ ორცხობილა
  • 200 მლ წყალი

მომზადების წესი:

1. ფორმაში პარკი ჩააფინეთ. ფორმის ძირში ნებისმიერი ორცხობილა ჩააწყვეთ.

2. 2 შეფუთვა ჟელე ღრმა თასში ჩაყარეთ და 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით.

3. ნარევი ისე აურიეთ, რომ შაქარი–ჟელეს გრანულები სრულად გაიხსნას. ნარევი 5 წუთით გააჩერეთ, რომ გაცივდეს და თბილი გახდეს.

4. მიღებული ნარევი მიქსერით ათქვეფეთ. ჯერ დაბალ სიჩქარეზე ათქვეფეთ, თანდათან სიჩქარეს მოუმატეთ.

5. 5 წუთში ათქვეფილი მასა უნდა გაღიავდეს და მოცულობაში გაიზარდოს, 10 წუთში უფრო გაიზრდება და გასქელდება.

6. 15 წუთის შემდეგ მასა სქელი კრემის მსგავსი გახდება, რომელიც სათქვეფზე შესანიშნავად ჩერდება. დროა ორცხობილას დაადოთ. ნარევში ჟელატინი შედის, ამიტომ მასა სწრაფად იკვრება.

7. მარწყვის სუფლე კოვზით გაასწორეთ, ზემოდან დარჩენილი ორცხობილები დააწყვეთ.

8. დესერტს პარკი დააფარეთ და 1 საათით მაცივარში შეინახეთ, რომ კარგად გამაგრდეს.

9. დროის გასვლის შემდეგ პარკი მოაშორეთ, კიდეები ფრთხილად გადაწიეთ. ზემოდან დაფა დააფარეთ და ფორმა გადმოატრიალეთ. ასე უფრო მოსახერხებელია. პარკი მოაშორეთ. ჰაეროვანი მასა მას არ მიეკვრება.

მზა ტორტი ულუფებად დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ. ასეთი სუფლე როგორც ცივ, ასევე თბილ სასმელს იდეალურად შეეთავსება.