ხშირად დაშვებული შეცდომები ტეფტელის მომზადებისას

1282

ტეფტელის მომზადებისას აუცილებელია ზედმიწევნით მიჰყვეთ რეცეპტს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კერძი ვერ დააკმაყოფილებს მისთვის დაწესებულ სტანდარტებს.

ალბათ ყველა დიასახლისს ააქვს პატარა საიდუმლო ხორციანი ბურთულების მოსამზადებლად. დღეს ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესო ტიფტელების მომზადებაში.

რათა ტეფტელი არ დაიშალოს, ამ სტრადეგიებს მიჰყევით:

1.დაუმატეთ ხახვი, ნახევრად მოხარშული ბრინჯი, ცოტა წყალი და მოხარშეთ სოუსში. ბრინჯი შეიწოვს ზედმეტ წყალს და არ მისცემს ფარშს დაშლის საშუალებას. დარჩენილი სოუსი გაამყარებს ამ პოზიციას.

2.კვერცხიც საკმაოდ კარგად ამაგრებს ხორცის ნაწილაკებს შორის კავშირს.

3.თუ თქვენ ხორცს არ დაუმატეთ პურს ან კარტოფილს, მაშინ ძალიან გაჯერებულად ექნება ხორცის გემო.

4.კარგად მოურიეთ ფარშს. შეგიძლიათ დაბეგვოთ ხორცი.

5.პურის ნაცვლად დაუმატეთ მანანის ბურღული. შედეგად: ჰაეროვანი, მაგრამ მყარი ბურთულები.

6.ამ კერძისთვის საუკეთესო საქონლის ხორცია, ან საქონელი და ღორი 50/50.

ეს მეთოდები ძალიან დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები

  • 500გ ფარში
  • კვერცხი
  • მარილი
  • 1 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 200გ მოხარშული წიწიბურა
  • 250გ კონსერვირებული პომიდორი
  • ხახვი
  • 3 კბილი ნიორი

მომზადება

  1. განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ცილა ათქვიფეთ აქაფებამდე.

2.ღრმა ჯამში მოათავსეთ ფარში, დაუმატეთ გული, მარილი, წიწაკა, ცილა და არაჟანი. კარგად მოურიეთ ხელებით.

3.ფარში დაამრგვალეთ, მაგრამ მასში მოათავსეთ 1 კოვზი მოხარშული წიწიბურა. მიღებული მასა მოატავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე.

4.მოვამზადოთ სოუსი: დაჭერით ნიორი და ხახვი. დაუმატეთ პომიდორი, მარილი, წიწაკა და კარგად მოურიეთ.

5.გაახურეთ ღუმელი. დაუმატეთ სოუსი ტეფტელებს და გამოაცვხეთ ჯერ ფოლგით, ხოლო შემდეგ ფოლგის გარეშე. დაელოდეთ გაგრილებას.

ამ რეცეპტისთვის ხორცის გარდა ბოსტნეულის გამოყენებაც შეგიძლიათ, ხოლო გარნირად ამ კერძს ძალიან უხდება სალათები.

გემრიელად მიირთვით!