ხუთწუთიანი კენკრის დესერტი. მარტივი და გემრიელი რეცეპტი

337

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ კენკრის დესერტის რეცეპტს, რომელიც სახლის პირობებში მარტივად და სწრაფად მზადდება. მსუბუქი ტკბილეულის მომზადებას დამწყები კულინარიც შეძლებს. ცომის მომზადებას მხოლოდ 5 წუთი სჭირდება.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა კეფირი
  • 1 ჭიქა მანანის ბურღული
  • 1 ჭიქა შავი მოცხარი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ სახამებელი
  • 1 ჩ/კ ვანილი

მომზადების წესი:

1. პატარა თასში 1 ჭიქა ფქვილი და გამაფხვიერებელი ჩაყარეთ. ინგრედიენტებს კარგად აურიეთ.

2. ცალკე კეფირი, მანანის ბურღული, შაქარი, ვანილი და მცენარეული ზეთი აურიეთ.

3. გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად დაუმატეთ და აურიეთ.

4. მოცხარი გარეცხეთ, გაამშრალეთ და სახამებელი ისე აურიეთ, რომ ყველა კენკრა სახამებლით დაიფაროს.

5. სილიკონის ფორმა დაგჭირდებათ. პატარა ნაჭერი კარაქი წაუსვით. სახამებელი მოაყარეთ. კარგად გადაანაწილეთ, შემდეგ ფორმა გადმოატრიალეთ. ასე ზედმეტს მოიშორებთ.

6. ცომი ორ ნაწილად გაყავით. ერთი ნაწილი ფორმაში ჩაასხით. სუფრის კოვზით გაასწორეთ.

7. მოცხარის ფენა დაუმატეთ. კენკრაც ცომში თანაბრად გადაანაწილეთ.

8. ცომის მეორე ნაწილი ჩაასხით. სუფირს კოვზით გაასწორეთ, რომ კენკრა დაიფაროს.

9. 180 გრადუსზე 40 წუთით აცხვეთ. კბილის ჩხირით შეამოწმეთ, მზადაა თუ არა.

10. ფორმიდან ადვილად ამოიღებთ, ამისთვის გადმოატრიალეთ. გააგრილეთ და დაჭერით.

გემრიელად მიირთვით!