ზაფხულის პერიოდში გრილი და გემრიელი დესერტების მომზადებაზე უკეთესი რა უნდა იყოს. მიყვარს ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებული ნაწარმი, რომელიც ჩემს წონაზე ზეგავლენას არ იქონიებს.
დღეს იმდენად მარტივი რეცეპტი უნდა შემოგთავაზოთ, რომ ბავშვიც კი გაართმევს თავს. მინიმალური ინგრედიენტები დაგჭირდებათ.
- 380გ გაყინული მარწყვი
- 80გ მშრალი რძე
- 60მლ მანდარინის წვენი
მომზადება
1.მარწყვი მაცივრიდან მომზადებამდე 10-15 წუთით ადრე გამოიტანეთ.
2.მარწყვს დაუმატეთ შესქელებული რძე და მანდარინის წვენი. შესქელებული რძე მის ტექსტურას საოცრად სასიამოვნოდ აქცევს. წვენი კი სიმჟავეს დაარეგულირებს.
3.ათქვიფეთ მასა ერთგვაროვნებამდე. შედეგად უნდა მიიღოთ მარწყვის ფაფა, რომლის ჭამაც უკვე შეიძლება. მაგრამ, რადგან სორბეტის ტექსტურა მივიღოთ, ისევ უნდა გავყინოთ.
4.მარწყვის მასა გადაიტანეთ კონტეინერში და 4 საათი შეინახეთ საყინულეში. ამასობაში სორბეტი გაგრილდება.
5.სორბეტს მოაყარეთ გახეხილი ქოქოსი ან მარწყვი.
ნაყინი შეგიძლიათ ჩაასხათ სილიკონის ფორმებში და ასე გაყინოთ.
თუ ნაღების გემოს შემომატება გინდათ ნაყინისთვის, მაშინ მანდარინის წვენის ნაცვლად გამოიყენეთ რძე ან უბრალო ნაღები.
გემრიელად მიირთვით!