ხრაშუნა ხვეულების მომზადების ინსტრუქცია ნიგვზის შიგთავსით

1365

თუ გსურთ ჩაისთან რაიმე გემრიელი მიირთვათ, მაგრამ ძვირადღირებულ პროდუქტებზე ფულის დახარჯვა არ გინდათ, მოამზადეთ ეს გემრიელობა.

მართალია, ნიგოზი იაფი არ ღირს, თუმცა, ამ დესერტისთვის თქვენ მხოლოდ 150 გრ გჭირდებათ. თანაც, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ნიგოზი ან თხილი, თქვენი გემოვნებით. მე ხვეულების შიგთავსად, ჩვეულებრივ, ბერძნულ ნიგოზს ან მიწისთხილს ვიყენებ. ამ რეცეპტით მომზადებული ხვეულები ძალიან გემრიელი და ფხვიერი გამოდის.

როგორ მოვამზადოთ ხვეულები

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ მოამზადოთ ხრაშუნა ხვეულები ნიგვზით ძალიან მარტივად, მინიმალური პროდუქტებით და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ინგრედიენტები

  • 150 მლ მცენარეული ზეთი
  • 150 მლ წყალი
  • 150 გრ ნიგოზი
  • 150 გრ შაქარი
  • 350-400 გრ ფქვილი
  • მწიკვით მარილი

მომზადების წესი

1. ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი და წყალი. დაადგით ცეცხლზე და მოადუღეთ. შემდეგ კი გააცივეთ.

2. თბილ ნაზავში ჩაყარეთ ფქვილი და მარილი. მოზილეთ გლუვი და ელასტიური ცომი. კონსისტენციის მიხედვით განსაზღვრეთ ფქვილის რაოდენობა, ცომი არ უნდა იყოს ძალიან მჭიდრო.

3. მშრალ ტაფაზე მსუბუქად შეწვით ნიგოზი, შემდეგ დააბლენდერეთ დიდი ზომის ნაწილებად.

4. ნიგოზს შაქარი დაუმატეთ. შაქრის ნახევარი შეგიძლიათ თაფლით ჩაანაცვლოთ. ასე შიგთავსი გარეთ არ გამოცვივდება და ცომის გახვევა უფრო გაგიადვილდებათ.

5. მაგიდის ზედაპირს ცოტაოდენი ფქვილი მოაბნიეთ, შემდეგ გაიყვანეთ მასზე დაახლოებით 3 მმ სისქის ფირფიტა, დაჭერით ცომი 10×5 სმ-იან ოთხკუთხედ ნაჭრებად. ოთხკუთხედი ნაჭრების კიდეებზე მოათავსეთ შიგთავსი, შემდეგ კი ხვეულები გააკეთეთ.

6. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დაალაგეთ მასზე ხვეულები. გამოაცხვეთ ტკბილეული 180 გრადუსზე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით.

სულ ესაა, ხვეულები ნიგვზით მზადაა. გემრიელად მიირთვით!