ხრაშუნა ხაჭოს ხვეულები ღუმელში გამომცხვარი: უკვერცხოდაც გემრიელია

346

ხაჭოს ხვეულები ღუმელში გამომცხვარი შესანიშნავია. მაშინვე 2 პორციის მომზადებას გირჩევთ, რადგან ერთი საკმარისი არაა. თუ სახლში ცოტა ხაჭო გაქვთ, აუცილებლად მოამზადეთ.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოაცხოთ ხრაშუნა ხაჭოს ხვეულები ნაზი შიგთავსით. კვერცხის გარეშეც შესანიშნავი გამოდის!

ინგრედიენტები:

  • 300 გ ხაჭო
  • 100 გ შაქარი (მოსაყრელად)
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 150 გ კარაქი
  • 250 გ ფქვილი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. სახლის ხაჭო გამოიყენეთ. მაღაზიაში ნაყიდიც გამოგადგებათ. კარაქი წინასწარ გაადნეთ და ხაჭოს დაუმატეთ. კოვზით აურიეთ.

2. ცომს გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ფქვილი ცოტა მეტი ან ნაკლები შეიძლება დაგჭირდეთ. ეს ხაჭოს კონსისტენციაზეა დამოკიდებული.

3. ცომი ხელით ჩაზილეთ. სქელი და ელასტიური უნდა გამოვიდეს. ხელზე არ უნდა გეკვროდეთ.

4. ფქვილმოყრილ მაგიდაზე ცომი 0,5 სმ სისქეზე გააბრტყელეთ. თეფში ან ნებისმიერი სხვა მრგვალი საგანი აიღეთ და ცომიდან წრე გამოჭერით. წრე 8 ნაწილად დაყავით. ცომს შაქარი მოაყარეთ, შემდეგ თითოეული სამკუთხედი დაახვიეთ.

5. შაქარში ამოვლებული ხვეულები პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. მათ შორის 1,5 სმ დისტანცია უნდა იყოს, რადგან ხვეულები ზომაში გაიზრდება.

6. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-35 წუთით მომზადებამდე აცხვეთ. ხვეულები კარგად უნდა შეწითლდეს.

ესეც ასე, ხაჭოს ხვეულები მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ხაჭოს ხვეულები სწრაფად ცხვება, ცომი მარტივად იზელება, ხოლო ინგრედიენტები მარტივი და ხელმისაწვდომია. ასეთ ხვეულებს ხრაშუნა ქერქი აქვს და შიგნით ნაზია. ოჯახის წევრები სახლში გამომცხვარი ტკბილეულით გაახარეთ.