ხრაშუნა სამარხვო ნამცხვარი ნიგვზისგულსართით, კვერცხის, კარაქისა და რძის გარეშე

5042

კვერცხის, კარაქისა და რძის გარეშე მომზადებული ნამცხვარი მარხვის პერიოდში შესანიშნავად შეავსებს თქვენს კვების რაციონს. ნიგვზის, დარიჩინის, ვაშლის, ფორთოხლის ან ლიმონის ცედრის შეხამება ამ დესერტს ნამდვილ შედევრად აქცევს. თანაც, მისი მომზადება საკმაოდ იოლია.

ცომისთვის ინგრედიენტების მინიმალური რაოდენობაა საჭირო, რომლებიც ნებისმიერ სამზარეულოში მოიპოვება. სწრაფად მოზილავთ და სწრაფადვე გამოაცხობთ. ხრაშუნა ნამცხვარი დიდ ხანს ინახება, ამიტომ შეგიძლიათ გამოაცხოთ ორმაგი ულუფა.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ფქვილი
  • 70 გრ სახამებელი
  • 100 მლ წყალი
  • 70 მლ ზეთი
  • 4-6 ს.კ. შაქარი
  • 100 გრ ნიგოზი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 მწ მარილი

მომზადება

1. მოამზადეთ ცომი: შეურიეთ გაცრილი ფქვილი, სახამებელი, 2-3 ს.კ. შაქარი, მარილი. დაუმატეთ ზეთი, წყალი და მოზილეთ ცომი.

2. გააბრტყელეთ ცომი თხლად.

3. მოამზადეთ გულსართი: დააბლენდერეთ ნიგოზი და შეურიეთ შაქარი.

4. მოაყარეთ ნიგვზის მასა ცომს, კარგად გადაანაწილეთ, დაახვიეთ რულეტად და დაჭერით ნაჭრებად.

5. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმას, მოათავსეთ  ნაწარმი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!