საუზმეს ძალიან ხშირად ვიწყებ ორცხობილით, განწყობის ამაღლების სუკეთესო გზაა! ეს რეცეპტი ნამდვილად უმარტივესია, მზადდება ძალიან მარტივად და სწრაფად.
მე ძალიან დიდი ოჯახი მაქვს, ამიტომაც დიდი რაოდენობით მიწევს ორცხობილის მომზადება. ბევშვები უბრალოდ გიჟდებიან ამ დესერზე.
ინგრედიენტები
- 4 ჭიქა ფქვილი
- 500გ რბილი მარგარინი
- 4 კვერცხის გული
- 1 ჭიქა შაქაეი
- 6 სუფრის კოვზი არაჟანი
- 2 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
- 4 ვაშლი
- შაქრის ფხვნილი
- მარილი
მომზადება
1.ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და მარილი. მოურიეთ.
2.ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი. დაუმაეთ მარგარინი და არაჟანი. ისევ კარგად ათქვიფეთ, მოაყარეთ მშრალი ინგრედიენტები. მოზილეთ ცომი.
3.გარეცხეთ ვაშლი, გაასუფთავეთ და დაჭერით.
4.გააბრტყელეთ ცომი თხლად, ამოჭერით რგოლები. ცენტრში მოათვსეთ ვაშლის გულსართი. გადაკეცეთ ცომი და დააფიქსირეთ. გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე.
5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
6.მზა ორცხობილას მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!