მაკარონის ბუდეები ფარშით – ძალიან ნოყიერი კერძია, რომელიც ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონებათ. ის შესანიშნავი ვიზუალითა და გემოთი იზიდავს. ვერმიშელი ასე მადისაღმძვრელი ჯერ არასდროს ყოფილა! მოამზადეთ და გაახარეთ ახლობლები და მეგობრები.
ინგრედიენტები
- 7 ც ატრია (ლაფშა)
- 200 გრ ღორის ფარში
- 200 გრ საქონლის ხორცის ფარში
- 2 ც ხახვი
- 1 ს.კ. ტომატის პასტა
- 1 ც სტაფილო
- 1 ც პომიდორი
- 1 ც ბულგარული წიწაკა
- მწვანილი, მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. გარეცხეთ ბოსტნეული, გაატარეთ მწვანილთან ერთად. ბოსტნეულის ფარშს დაუმატეთ მარილი და სუნელები გემოვნებით.
2. აიღეთ თავსახურიანი ტაფა. მოათავსეთ ბუდეები, შუაგულში მოათავსეთ 1 ს.კ. ბოსტნეულის ფარში.
3. ჩაასხით წყალი, ბუდეები სანახევროდ რომ დაფაროს ისე. მოაყარეთ მარილი, დააფარეთ თავსახური და ნელ ცეცხლზე მოამზადეთ 15 წუთი განმავლობაში ადუღების შემდეგ.
4. შეურიეთ ღორის და საქონლის ფარში, მოთუშეთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ტომატის პასტა, სუნელები.
5. გახეხეთ ყველი.
6. როცა ბუდეები მოიხარშება, მოაცილეთ წყალი. ყოველი ბუდის შუაგულში მოათავსეთ ფარში და მოაყარეთ ყველი. დააფარეთ თავსახური და კვლავ ცეცხლზე დადგით.
7. როცა ყველი დადნება, შეგიძლიათ მიართვათ სუფრაზე.
გილოცავთ, ბუდეები ფარშით მზადაა. გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!