ხორცის სალათი “ოქროს საწმისი”

739

ყოველთვის ახლის ძიებაში ვარ, მინდა საგაზაფხულოდ ჯანსაღი და ფერადი სალათების რეცეპტები მოვიმარაგო. ძველ კულინარიულ წიგნაკში აღმოვაჩინე ეს რეცეპტი, მოვამზადე და გაოცებული დავრჩი.

ნებისმიერი ხორცის გამოყენება შეგიძლიათ, მე ინდაურით მოვამზადებ. სოუსის სახით გამოგადგებათ იოგურტი ან მაიონეზი.

ინგრედიენტები

  • ინდაურის ხორცი 500გ
  • ყველი 150გ
  • სტაფილო 200გ
  • მწნილი კიტრი 150გ
  • დამარინადებული სოკო 200გ
  • მაიონეზი 2 სუფრის კოვზი
  • ნიორი 2 კბილი
  • მარილი
  • დაფნის ფოთოლი

მომზადება

1.მოხარშეთ სატფილო და გახეხეთ წვრილად.

2.ხორცს დაასხით ცხელი წყალი, მოაყარეთ მარილი და დაუმატეთ დაფნა. მოხარშეთ ინდაური 30-40 წუთი. გააგრილეთ და დაჭერით.

3.დაჭერით სოკო და კიტრი. გახეხეთ ყველი.

4.მიღებული პროდუქტები შეაერთეთ და მოასხით მაიონეზი. კარგად მოურიეთ.

გემრიელად მიირთვით!