ესეიგი, გვაქვს ხორცი, მჟავე კომბოსტო და შავი ქლიავი. არომატის გასაძლიერებლად შეგვიძლია დაუმატოთ მოთუშული სოკო. თეთრი კარგიგადაწყვეტილებაა, მაგრამ გამოდგება ნებისმიერი. მათი მომზადება მარტივია: მოასხით ცხელი წყალი 5-7 წუთი. ამის შემდეგ გადაასხით წყალი, ხოლო სოკო დაჭერით წვრილად.
ინგრედიენტები
- ღორის კისერი 700გ
- მწნილი კომბოსტო 200გ
- ხახვი 1 ცალი
- შავი ქლიავი 7 ცალი
- მშრალი სოკო გემოვნებით
- კვერცხი 2 ცალი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- საფანელი 3 სუფრი სკოვზი
მომზადება
1.კისერი დაჭერით თხლად და ორივე მხრიდან დაბეგვეთ. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
2.წვრილად დაჭერით ხახვი, მოთუშეთ ზეთში. 1 წუთის შემდეგ დაუმატეთ კომბოსტო და მომზადებული სოკო. მოთუშეთ 10 წუთი.
3.დაჭერილ ხორცზე მოათავსეთ 1 სუფრისკოვზი შიგთავსი. დაახვიეთ რულეტისებურად.
4.ამოავლეთ საფანელში, კვერცხში და ისევ საფანელში.
5.შეწვით ყველა მხირდან ცხელ ტაფაზე.
გემრიელად მიირთვით!