ხორცის პური, ანუ მითლოფი – ნოყიერი მობრაწულა ღუმელში

1888

ხორცის პური, ანუ მითლოფი – პურის ფორმის ნოყიერი მობრაწულაა. საფუძვლად ნებისმიერი ხორცის ფარში, ახალი ბოსტნეული და სხვადასხვა სუნელები გამოიყენება.კონსისტენციით, მზა კერძი ახლად გამომცხვარ შავ პურს მოგაგონებთ, გემოთი კი წვნიან კოტლეტებს. თითქოსდა ექზოტიკაა, თითქოსდა – არც.

“გასტრონომია” გირჩევთ, აუცილებლად მოამზადოთ ეს კოყიერი კერძი. ჩვენ საქონლის ხორცის ფარში გამოვიყენეთ, თუმცა, ღორისა და საქონლის ნაზავიც კარგი იქნება. ასევე, სიცხარისთვის დავუმატეთ ნიორი, ჯანჯაფილი და ჩილის ტკბილი სოუსი. ასეთი აზიური გემრიელობა გამოგვივიდა.

ინგრედიენტები

  • 1,2 კგ საქონლის ფარში
  • 200 გრ პეკინური კომბოსტო
  • 1 კვერცხი
  • 3 კბ ნიორი
  • 30 გრ ჯანჯაფილი
  • 40 გრ შვრიის ფანტელი
  • 50 გრ ჩილის სოუსი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით კომბოსტო, ნიორი, ჯანჯაფილი, დაამატეთ ხორცი, შვრიის ფანტელი, კვერცხი, ჩილის სოუსი და მარილი. კარგად მოურიეთ.

2. საცხობ ფორმაზე დააფინეთ ფოლგა, შექმენით პურის მსგავსი ფარში, მოათავსეთ ფორმაზე.

3. შედგით 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით.

4. მზა კერძი გადმოიტანეთ თეფშზე, გააცივეთ 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაჭერით და მიირთვით.

მითლოფს ისევე როგორც კოტლეტებს, მიირთმევენ ბოსტნეულის სალათებთან, ბურღულეულის გარნირებთან ან კარტოფილის პიურესთან. შეგიძლიათ წაუსვათ ტომატის სოუსი – სილამაზისთვის და გემოსთვისაც. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!