სამყაროში ატასობით პურის სახეობაა განსხვავებული შემადგენლობითა და გემოებით. დღეს ჩვენ მათშორის საუკეთესოს მოვამზადებთ.
დღეს უნდა გაგაოცოთ ხორბლის პურით. რბილი და ჰაეროვანი, ის ნამდვილად დაამშვენებს ნებისმიერ სუფრას და ძალიან მოუხდება სენდვიჩებს. მისი დიაინი მართლაც, რომ ყველაფრის მთქმელია.
ინგრედიენტები
- რძე 200მლ
- წყალი 200მლ
- მზესუმზირის ზეთი 190მლ
- მშრალი საფუარი 1 სუფრის კოვზი
- შაქარი 1 სუფრის კოვზი
- მარილი 1 ჩაის კოვზი
- კვერცხის ცილა 1 ცალი
- ხორბლის ფქვილი 830გ
- სეზამის მარცვალი 0,5 ჩის კოვზი
- ჩედერი 120გ
- კვერცხის გული 1 ცალი
მომზადება
1.დიდი ჯამში ჩაასხით თბილი წყალი და თბილი რძე. დაუმატეთ ზეთი, მშრალი საფუარი და მარილი, მოურიეთ ინგრედიენტებს. ულუფებად დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ ელასტიური ცომი. შეფუთეთ ჯამი და დატოვეთ 40 წუთით.
2.ამოსული ცომი ჯამშივე ჩაზილეთ, მოათასვეთ სამუშაო მაგიდაზე. ხელით მიეცით ცომს მრგვალი ფორმა, გადაიტანეთ 26სმ დიამეტრის მქონე გამოსაცხობ ფორმაზე.
3.ყველი გაჭერით 8 ნაწილად. ცომიც პირობიტად დაყავით 8 სეგმენტად, მათ შორის მოათავსეთ ყველი. ამ მდგომარეობაში დატოვეთ ცომი 15 წუთი, ამასობაში ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ.
4.წაუსვით გული, მოაყარეთ სეზამის მარცვალი. გამოაცხვეთ 35-40 წუთი.
ამ შემთხვევაში სეზამი შეგიძლიათ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ინგერდიენტი. გემრიელად მიირთვით!