ხმელთაშუა ზღვის გულსართი კვერცხისთვის: კოლორიტული, გემრიელი, ხელმისაწვდომი

1137

ფარშირებული კევრცხი – უნივერსალური ხემსის მუდმივად მომგებიანი ვარიანტია. მოთხოვნადობით თხელი ლავაშის რულეტებს თუ შეედრება. მათ მუდამ აღფრთოვანებით ხვდებიან და ასეთივე ენთუზიაზმით მიირთმევენ.

“გასტრონომია” გთავაზობთ უხმოთ ფანტაზიას ბერძნული მოტივებით. კვერცხის გულსართი ზეთისხილისგან, ფეტასგან, ორეგანოსა და არომატული ცედრისგან მართლაც რომ საუცხოო შეხამებაა.

ინგრედიენტები

  • 6 კვერცხი
  • 3 ს.კ. ბერძნული იოგურტი
  • 100 გრ ყველი ფეტა
  • 1 ჩ.კ. ორეგანო
  • 0,5 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
  • 50 გრ ზეთისხილი
  • 0,5 ც წითელი ხახვი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშული კვერცხები გაჭერით შუაზე, ამოაცილეთ გულები.

2. დააქუცმაცეთ ფეტა, დაჭერით ხახვი ძალიან წვრილად, ზეთისხილი დაჭერით კუბებად, შეურიეთ ეს ინგრედიენტები კვერცხის გულებს, ლიმონის ცედრასა და იოგურტს. დაუმატეთ ორეგანო, მარილი, პილპილი. კარგად მოურიეთ მასას.

3. დატენეთ გაჭრილი კვერცხები მიღებული გულსართით. სურვილისამებრ მორთეთ ზეთისხილით. შედგით მაცივარში 15 წუთით.

ისიამოვნეთ ბერძნული გემოთი ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!