ხვეულების ებრაული რეცეპტი ნიგვზისა და შაქრის შიგთავსით

1721

ალბათ ყველა ოჯახს აქვს ხვეულების საკუთარი რეცეპტი. ზოგის საიდუმლო მწიკვი ვანილია, ზოგის კი თავად შიგთავსი. სწორედ ამიტომ არის კულინარიულ წიგნებში ხვეულების უამრავი ერთმანეთისგან ცოტათი განსხვავებული რეცეპტი. ჩვენ გთავაზობთ მოამზადოთ ფხვიერი ხვეულები უჩვეულო შიგთავსით.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ტრადიციული ებრაული ხვეულები შაქრის, ნიგვზის, დარიჩინისა და ქიშმიშის შიგთავსით.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 2 ც კვერცხი
  • 150 გრ კარაქი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. ვანილის შაქარი
  • 0,5 ჭიქა ფორთოხლის წვენი
  • გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 100 გრ ბერძნული ნიგოზი
  • 100 გრ ქიშმიში
  • 50-100 გრ გარგარის ჩირი
  • შაქარი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში მოამზადეთ ცომი. ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ მას გამდნარი კარაქი, შაქარი და ფორთოხლის წვენი. თანდათან დაუმატეთ ნაზავს ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოზილეთ ცომი.

2. ცომი უნდა იყოს რბილი, ელასტიური და არ უნდა ეკრობოდეს ხელზე. თუ ცომი ძალიან წებოვანია, დაუმატეთ ფქვილი. გაყავით ცომი 6 ნაწილად და თითოეული გაიყვანეთ მრგვალ თხელ ფენებად. შემდეგ დაჭერით 8 იდენტურ სამკუთხა ფორმის სეგმენტად.

3. ახლა კი მოამზადეთ შიგთავსი. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯემი, შაქარი, ნიგოზი, მურაბა, მოკლედ, ნებისმიერი თქვენთვის სასურველი პროდუქტი. თუმცა, ტრადიციული ებრაული ხვეულები მზადდება ნიგვზის, გარგარის ჩირისა და ქიშმიშის შიგთავსით. სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ნებისმიერი ნიგოზი და თხილი. ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ და შეურიეთ ერთმანეთს, სურვილისამებრ დაუმატეთ შაქარი.

4. მზა შიგთავსი მოათავსეთ თითოეულ სამკუთხა ნაჭერზე და გაახვიეთ ცომი ისე, რომ შიგთავსი სრულიად დაიფაროს. დაალაგეთ ხვეულები საცხობ ლანგარზე და გამოაცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. მზა ხვეულებს ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ.

აუცილებლად მოამზადეთ ხვეულები ამ არაჩვეულებრივი რეცეპტით და გაუმასპინძლდით თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.