ძალიან გემრიელი და ნაზი ხვეულები გასაოცარი არომატით! სურვილისამებრ შეგიძლიათ შეურჩიოთ გულსართი. აუცილებლად სცადეთ.
ინგრედიენტები
გამოდის – 35 ცალი
- ქათმის კვერცხი 3 ცალი
- რძე 120მლ
- კარაქი 100გ
- შაქარი 100გ
- ფქვილი 200გრ
- ვანილი
მომზადება
- ცალკე ჯამში ათქვიფეთ 3 კვერცხი, დაუმატეთ შაქარი, ვანილი და ათქვიფეთ მიქსერით 5 წუთი.
- დაუმატეთ დარბილებული კარაქი და გააგრძელეთ თქვეფა საშუალო სიჩქარეზე.
- დაუმატეთ რძე და მოურიეთ.
- 2 ნაწილად დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, კარგად მოურიეთ.
- ამასობაში გააცხელეთ ტაფა.
- ნახევარი სუფირს კოვზი ცომი დაასხით ტაფაზე და ხელის წრიული მოძრაობით გაშალეთ.
- შეწვით ორივე მხრიდან, ცეცხლი უნდა იყოს მინიმალურზე ოდნავ მაღლა.
- ხვეულები გადმოიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
- შეგიძლიათ გულსართად გამოყენოთ შესქელებული რძე ან კრემი .
გემრიელად მიირთვით!