Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ხაჭოს ფუნთუშები ჯემის შიგთავსით. ეს ხაჭოს ცომი ღვთაებრივია, უბრალოდ წარმოუდგენლად ფუმფულა. ერთხელ გასინჯვა საკმარისია, რომ კვლავ და კვლავ მისი მომზადება მოგინდეთ.
ინგრედიენტები:
- 150 გრ ხაჭო
- 200 მლ რძე
- 100 გრ შაქარი
- მწიკვი მარილი
- 1 კვერცხი
- 5 გრ მშრალი საფუარი
- 500 გრ ფქვილი
- 100 გრ კარაქი
დამატებით:
- ჯემი (პოვიდლო)
- კვერცხის გული + 2 ჩ/კ წყალი წასასმელად
მომზადების წესი:
1. აფუებული ცომის მომზადება საჭირო არაა, უბრალოდ ყველა ინგრედიენტი, ფქვილის და კარაქის გარდა, აურიეთ. მნიშვნელოვანია: ყველა პროდუქტი ოთახის ტემპერატურის იყოს, რძე თბილი. შემდეგ ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
2. დარბილებული კარაქი დაუმატეთ და ცომი 10 წუთით კარგად მოზილეთ. პარკი დააფარეთ და თბილ ადგილას 1,5 საათით გააჩერეთ.
3. ამის შემდეგ 12 ნაწილად გაყავით. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ, ოთხივე მხარეს მცირედით ჩაჭერით.
4.ცენტრში ჯემი მოათავსეთ და ცომის გვერდები რიგრიგობით შეამოხვიეთ. პარკი დააფარეთ და 20 წუთით გააჩერეთ.
4. კვერცხის გული და წყალი აურიეთ და მიღებული ნარევი ფუნთუშას წაუსვით.
5. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ.
6. გემრიელად მიირთვით!