ხანუმი – საოცარი კერძი: დიდიხანია რაც ვამზადებ

4146

აუცილებლად შეინახეთ რეცეპტი.

მზადდება მარტივად და სწრაფად.

ძალიან გემრიელია!

ხანუმი – უზბეკური სამზარეულოს მშვენებაა, რომელიც რულეტის მსგავსად მზადდება.

ხანუმის ცომი გამოდგება ვარენიკებისთვისაც.

ინგრედიენტები

  • 150მლ წყალი – ცხელი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 3 ჭიქა ფქვილი

შიგთავსი

  • 350გ ფარში
  • 1 ხახვი
  • მარილი, წიწაკა
  • მწვანილი

სოუსისთვის

  • ხახვი, სტაფილო
  • პომიდვრის პასტა ან პომიდორი

ინგრედიენტები

  1. მზადება უნდა დაიწყოთ ცომით.
  2. ჯამში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და მოურიეთ.
  3. დაუმატეთ წყალი და სწრაფად მოზილეთ რბილი ცომი.
  4. ცომი დაასვენეთ.
  5. დაიწყეთ ფარშის მზადება.
  6. ხორცს დაუმატეთ გახეხილი ხახვი, მარილი, წიწაკა და მწვანილი.
  7. კარგად მოურიეთ. შეგითავსი მზად არის.
  8. გააბრტყელეთ ცომი, ძალიან თხლად. თუ ორი რულეტი გნებავთ, მაშინ გაყავით ორად ცომი.
  9. ცომზე მოათავსეთ შიგთავსი და დაახვიეთ რულეტისებურად.
  10. კუთხეები კარგად დააფიქსირეთ.
  11. თუშფალანგზე მოათავსეთ რულეტი და ხარშეთ 45-50 წუთი.
  12. სოუსის მომზადება უმარტივესია.
  13. შეწვით ხახვი, სტაფილო, პომიდორი ან პომიდვრის პასტა.
  14. დაუმატეთ ნიორი, მწვანილი. დააფარეთ თავზე და დაელოდეთ.

გემრიელად მიირთვით!