დღეს სვანური სამზარეულოს კიდევ ერთ ღირსშესანიშნავ კერძს-ჭვიტარის რეცეპტს შემოგთავაზებთ. სვანეთის ზოგიერთ რაიონში მას ჭიშდვარსაც ეძახიან.
ინგრედიენტები:
- სიმიდნის ფქვილი 1 კგ
- ყველი 400 გ
- წყალი 0,5 ლ
მომზადების წესი:
- გაცრილი ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი.
- ცომი გავყოთ ორ ნაწილად.
- ერთი ნაწილი დავდოთ ცხელ ტაფაზე და მივცეთ ტაფის ფორმა.
- ზედ დავალაგით თხლად დაჭრილი იმერული ყველი.
- ზემოდან დავადოთ ცომის მეორე ნაწილი, შემოვასწოროთ ირგვლივ, დავახუროთ სახურავი და გამოვაცხოთ ნელ ცეცხლზე.
- ერთი მხარის გამოცხობის შემდეგ გადავაბრუნოთ და გამოცხობა გავაგრძელოთ ისე, რომ თავზე აღარ დავახუროთ.
- სუფრაზე მივიტანოთ ცხელ-ცხელი.
მეორე ვარიანტი
ინგრედიენტები:
- მჭადის ფქვილი 1 კგ
- ყველი 400 გ
- კვერცხი 1 ცალი
- წყალი 0,5 ლ
მომზადების წესი:
- სიმინდის ფქვილი მოვზილოთ თბილი წყლით, დავუმატოთ გახეხილი ყველი, კვერცხი და კარგად ავურიოთ.
- გამოვაცხოთ ტაფაზე ზეთში პატარა გუნდებად.
- ყველი უნდა იყოს ამოსული და ოდნავ მარილიანი. უმჯობესია, გამოვიყენოთ იმერული ყველი.