ეს მხალი ძალიან მარტივი და დაბალ კალორიულია. მომზადებაც დიდ დროს არ მოითხოვს. ისღა დაგრჩენიათ მოიმარაგოთ ინგრედიენტები და შეუდგეთ მის მომზადებას.
ინგრედიენტები:
- ჭარხლის ფოთლები – 1 კგ
- ხახვი – 2-3 თავი
- ნიახური – 200 გ
- ოხრახუში – 50 გ
- ნიგოზი – 100 გ
- ნიორი – 2-3 კბილი
- ქინძი – 30 გ
- ძმარი, წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ადუღებულ წყალში ჩავყაროთ წითელი მხალი (ჭარხლის ფოთლები) ნიახურთან ერთად.
- მოხარშვის შემდეგ გადმოვიტანოთ საწურზე და ცხელს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
- შეგრილებული მხალი კარგად გავწუროთ და დავჭრათ დანით.
- ხორცსაკეპში გატარებული ნიგოზი დავნაყოთ ნიორთან და ქინძთან ერთად, გადმოვიტანოთ ჯამში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და ენერიულად მოვზილოთ ხელით.
- საკაზმს დავუმატოთ მცირე რაოდენობით წყალი, ძმარი წიწაკა გემოვნებით, ავზილოთ და თანდათანობით შევურიოთ წითელ მხალს.
- გამზადებული კერძი გადავიტანოთ შესაფერის ჭურჭელში.