წიწიბურა ინდურად – ინდოეთის სამაყე!

802

წიწიბურა იმდენად გავრცელებული პროდუქტია, რომ მისით მომზადებულიკერძებით ვერავის გააოცებთ. მეც ასე მეგონა, მაგრამ ამ რეცეპტს გადავაწყდი ინტერნეტში. ინდური კულტურა ძალიან მიყვარს, ამ რეცეპტმა კი უფრო შემაყვარა.

ინგრედიენტები

  • წიწიბურა 150გ
  • ხახვი 1 ცალი
  • კარაქი 30გ
  • კაკალი ქინძი 1 ჩასი კოვზი
  • ფრანგული მდოგვი 1 ჩაის კოვზი
  • ადიგენური ყველი 180გ
  • კარრი 1 ჩაის კოვზი
  • პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
  • პომიდორი 200გ
  • მარილი
  • მწვანილი
  • შავი წიწაკა
  • წყალი

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ წიწიბურა. დააქუცმაცეთ ხახვი.

2.ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი და პატარა კარაქის ნაჭერი მოათავსეთ.

3.დაქუცამცებული ქინძი დაყარეთ ტაფაზე, 10-15 წუთი დაუმატეთ ხახვი და მდოგვი.

4.კუბიკებად დაჭრილი ყველი მოაყარეთ სანელებლებთან ერთად.

5.მოაყარეთ კარიი და პაპრიკა. მოურიეთ და დაელოდეთ 2 წუთი.

6.დაჭერით პომიდორი და მასასთან ერთად 2 წუთი მოამზადეთ.

7.მოაყარეთ წიწიბურა, მარილი და წიწაკა. მოასხით წყალი და დააფარეთ თავსაფარი.

8.დაბალ ცეცხლზე მამზადეთ 20 წუთი.

9.მოაყარეთ მწვანილი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!