ძალიან გემრიელი ჯიგრის ყაურმა კახურად

4992

ჯიგრის ყაურმა კახურად და გულ-ღვიძლისგან მომზადებული უგემრიელესი კერძი. ჩაინიშნეთ რეცეპტი.

ინგრედიენტები:

  •  ღორის ან ძროხის ჯაგარი – 1 კგ
  • ხახვი – 5-6 თავი
  • დაფნის ფოთოლი – 3 ცალი
  • ხმელი ქონდარი – 1 ჩაის კოვზი
  • ახალი ქინძი – 100 გ
  • წყალი – 1 ჩაის ჭიქა
  • წითელი ან თეთრი ღვინო – 0,5 ჩ/ჭ
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ღორის ან ძროხის ჯიგარი (ღვიძლი, ფილტვი, ჯიგრის ფარის ქონი და გული) დავჭრათ პატარა ზომის ნაჭრებად, გავრეცხოთ და ჩავყაროთ ქვაბში.
  2. ჩავუმატოთ ერბო (უკეთესია ღორის ქონი), დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ.
  3. ხახვი რომ დაიბრაწება, დავასხათ წყალი, ღვინო, დავამატოთ დაფნის ფოთოლი და მოვშუშოთ კიდევ 10-15 წუთი.
  4. როცა ხორცი მოიხარშება, ჩავყაროთ მწვანილი, წიწაკა და მარილი. სურვილისამებრ შეიძლება ცოტა პამიდვრის დამატებაც.
  5. წამოვადუღოთ. სუფრაზე მივიტანოთ ცხლად.