კექსი მზადდება ძალიან მარტივად და სწრაფად.
დესერტი რბილი და ჰაერივანია, ნაზი არომატით.
ინგრედეინტები
- ხორბლის ფქვილი 250გ
- კარაქი 100გ
- შედედბული რძე 1 ქილა
- კვერცხი 4 ცალი
- მწივი მარილი
- გამაფხვიერებელი 1,5 ჩაის კოზვი
- ქიშმიში (სურვილისამებრ) 150გ
მომზადება
- ოთახის ტემპერატურის კარაქი მოათავსეთ ჯამში.
- დაუმატეთ მარილი და ათქვიფეთ მიქსერით.
- თითო-თითოდ დაუმატეთ კვერცხი და გააგრძელეთ თქვეფა.
- მოასხით შედედებული რძე და გააგრძელეთ თქვეფა.
- გაცრილ ფქვილის დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
- მთავარ მასას დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ თხევადი ცომი.
- დაუმატეთ ქიშმიში.
- ქიშმიში მზადდება ასე: აუცილებლად გარეცხეთ ცხელი წყლით, გააშრეთ, დაუმატეთ სუფრის კოვზი სახამებელი.
- გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი.
- ჩაასხით ცომი და გადაანაწილეთ თანაბრად.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.
- მოაყარეთ შაქარის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!