თუ ქაფჩია არ გიყვართ, სალათა მის გარეშე მოამზადეთ. მაინც ძალიან გემრიელი იქნება. მარტივი და გემრიელი, აი ასეთი გახლავთ ეს სალათა.
ინგრედიენტები:
- 2 წითელი ბულგარული წიწაკა
- 60 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
- 4 კალმახის ფილე
- 3 ს.კ. ფიჭვის კაკალი
- 500 გ ახალი კარტოფილი
- 1 ს.კ. ძმარი ბალზამიკო
- 90 გ ქაფჩია მარინადში
- 2 ს.კ. კაჰარი
- 1/2 ჭიქა რეჰანი
- 100 გ ინდაუ
მომზადების წესი:
- ელექტროღუმელი წინასწარ გაახურეთ 220 გრადუსზე.
- ბულგარული წიწაკის ნაჭრებს კულინარიული ფუნჯით ზეთი გადაუსვით და შიდა მხრიდან თუნუქის ფურცელზე მოათავსეთ. შეწვით 15 წუთი. იმავე თუნუქის ფურცელზე კალმახის ნაჭრები გადაიტანეთ, მოაყარეთ ფიჭვის კაკლები და 10 წუთი შედგით ღუმელში.
- კარტოფილი კანიანად მოხარშეთ. დაჭერით სქელ ნაჭრებად.
- 4 ს.კ. ზეთი და ძმარი დიდ ჯამში მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ. დაუმატეთ ქაფშია და კაჰარი.
- როცა შემწვარი ბულგარული საკმარისად გაგრილდება, კანი მოაცილეთ და გრძელ, თხელ ზოლებად დაჭერით. გადაიტანეთ დიდ ჯამში რეჰანსა და კარტოფილთან. ტაფაზე დარჩენილი წვენიც მოასხით და ჯამი კარგად შეანჯღრიეთ.
- შემდეგ ყველაფერი ინდაუსთან ერთად დიდ ლანგარზე მოათავსეთ, კალმახი ფენებად დაალაგეთ და მოხალული ფიჭვის კაკალი მოაყარეთ. სუფრაზე თბილი მიიტანეთ.