ძალიან გემრიელი ვაშლის ხვეულები ჰაეროვანი ფენოვანი ცომით

2334

გასტრონომია დღეს უგემრიელესი ვაშლის ხვეულების რეცეპტს გთავაზობთ. მოამზადეთ და გაახარეთ ოჯახის წევრები ტკბილი და ჰაეროვანი დესერტით.

ინგრედიენტები:

  • 6 ვაშლი, გათლილი, გულამოცლილი და კუბებად დაჭრილი
  • 2 ფინჯანი (500 მლ)
  • სიდრი (ვაშლის ღვინო)
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 250 გ მზა ფენოვანი ცომი, გამლღვალი
  • 1 დიდი კვერცხი, ოდნავ ათქვეფილი
  • 125 მლ ცხიმიანი ნაღები

ულუფა: 4

მომზადება: 45 წუთი

ცხობა: 30 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. გააცხელეთ ელექტროღუმელი 230 გრადუსზე.
  2. საცხობ  ფურცელს კარაქი წაუსვით.
  3. საშუალო ზომის ქვაბში მოათავსეთ ვაშლი, სიდრი, შაქარი და დარიჩინი. დაბალ ცეცხლზე 15 წუთი ადუღეთ.
  4. გადაწურეთ და ჩანგლით დასრისეთ.
  5. ცომი ოდნავ ფქვილმოყრილ დაფაზე, 3მმ სისქეზე გააბრტყელეთ. გამოჭერით 4 ცალი 13 მმ დიამეტრის რგოლი.
  6. ცომის ნაჭრები საცხობ ფურცელზე გადაიტანეთ, ჩანგლით დაჩხვლიტეთ და კიდეები წყლით დაუნამეთ.
  7. ცომის რგოლების ცენტრში მოათავსეთ  ვაშლის გულსართი. გადაკეცეთ ორად და კარგად დააწებეთ. თავზე გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
  8. აცხვეთ 15 წუთი ან სანამ ოქროსფერ – ყავისფერი არ გახდება და გაფუვდება.
  9. ხვეულები სუფრაზე თბილი მიიტანეთ ათქვეფილ ნაღებთან ერთად, მორჩენილი ვაშლის გულსართი კი გვერდით დაუდეთ.

გემრიელად მიირთვით!