ძალიან არომატული და ნოყიერი წვნიანი – იდეალური ზამთრის კერძი

2276

ბევრი დიასახლისი ტომატის წვნიანს ზაფხულის კერძად მიიჩნევს და ზამთარში არ ამზადებს. ჩვენ მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ იდეალური წვნიანი, რომელიც ზამთარში ნამდვილი მისწრებაა! მთავარი ინგრედიენტებია: საქონლის ხორცი, კუსკუსი და ტომატის კონსეერვი.

ამ წვნიანს ძალიან მდიდარი გემო და ხავერდოვანი სტრუქტურა აქვს. ის გულგრილს არავის დატოვებს და მას მერე რაც ერთხელ მოამზადებთ, შინაურები ხშრად მოგთხოვენ, ასიამოვნოთ.

ინგრედიენტები

  • 700 გრ საქონლის ხორცი
  • 400 გრ დაკონსერვებული პომიდორი
  • 1,2 ლ წყალი
  • 2 ც ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  •  2 კბილი ნიორი
  • 0,5 კონა ნიახური
  • 1 ჩ.კ. ქონდარი
  • 1 ჭიქა ბარდა
  • 0,25 ჭიქა კუსკუსი
  • 1 ჩ.კ. ძირა
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • შავი და წითელი პილპილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

1. დადგით ხორცი მოსახარშად, აადუღეთ, მოხსენით ქაფი და ხარშეთ 1 სთ. ხახვი, სტაფილო, მწვანილი დაამატეთ ბულიონში და კიდევ 50-50 წთ ხარშეთ. ბოლოს დაუმატეთ მარილი. ამოიღეთ ხორცი, ბულიონი კი დაწურეთ.

2. დაჭერით მეორე ხახვი, ნიორი. ზეთში მოთუშეთ ჯერ ხახვი, შემდეგ დაუმატეთ ნიორი, ქონდარი, ძირა, მოამზადეთ 1-2 წუთის განმავლობაში. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი დაკონსერვებული პომიდორი, დაასხით ბულიონი, აადუღეთ და დაუკელით ცეცხლს.

3. 15 წუთში დაუმატეთ მწვანე ბარდა და კიდევ 5 წუთი ხარშეთ. ჩაყარეთ კუსკუსი, დააფარეთ თავსახური და ნახევარ წუთში მოხსენით ცეცხლიდან. გააჩერეთ კერძი 5 წუთი, შემდეგ დაუმატეთ მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი.

4. დაჭერით ხორცი კუბებად. დაასხით წვნიანი თეფშებზე, დაუმატეთ ხორცი, მოაპკურეთ ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

გაილამაზეთ ზამთრის ცივი საღამოები ამ შესანიშნავი წვნიანით, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!