ეს სიცილიური რეცეპტია, სწორედ იქ უყვართ ერთროულად ტკბილი და მწარე. სიცილიელები ქიშმიშსა და ფიჭვის კაკალს კერძებში ხშირად იყენებენ, ეს ახლო აღმოსავლეთთან ისტორიული სიახლოვის ერთგვარი გამოძახილია.
ფიჭვის კაკალი – იგივე კედრის კაკალი. ინტენსიურად მოიხმარება იტალიურ სამზარეულოში. მაგ., ცნობილი საწებელი პესტო კედრის კაკლის გარეშე არ მზადდება.
ინგრედიენტები:
- 500 გ სპაგეტი
- 120 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
- 4 კბილი ნიორი
- 1 მწარე წითელი წიწაკა
- 90 გ ფიჭვის კაკალი
- 90 გ ოქროსფერი ქიშმიში
- მარილი, შავი პილპილი
- 4 ს.კ. დაჭრილი ოხრახუში
მომზადების წესი:
- დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და აადუღეთ, ჩაყარეთ სპაგეტი, ბოლომდე არ მოხარშოთ.
- სანამ პასტა მომზადდება, წვრილად დაჭრილი ნიორი და მწარე წიწაკა დიდ ტაფაში საშუალო ცეცხლზე მოშუშეთ.
- დაუმატეთ ფიჭვის კაკალი და ოქროსფერი ქიშმიში, შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით, შუშეთ კიდევ წუთი და დაელოდეთ პასტის მოხარშვას.
- მომზადებული პასტა საწებელიან ტაფაში გადაიტანეთ. დაუმატეთ ოხრახუში და მაღალ ცეცხლზე ურიეთ.
- სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.