ჭარხლის კონსერვი “ალენკა” ძალიან გემრიელი გამოდის. ჭარხალი რამდენიმე თვეში სანელებლებში კარგად მარინადდება და პიკანტური, არომატული და გემრიელი წასახემსებელი გამოდის.
Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ჭარხლის სალათის რეცეპტს, რომელიც ნამდვილად ძალიან გემრიელი და სასარგებლოა!
მომზადების წესი:
- ჭარხალი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, სტაფილოც გახეხეთ. ტკბილი წიწაკა ზოლებად დაჭერით, ხახვი – პატარა კუბებად. პომიდორი გაწურეთ.
- ნიორი დააბლენდერეთ. სქელძირიან ქვაბში მცენარეული ზეთი ჩაასხით, გააცხელეთ და ხახვი 10 წუთით შეწვთ.
- სტაფილო, წიწაკა, ცხარე წიწაკა, პომიდვრის წვენი დაუმატეთ და თუშეთ, 5 წუთში აურიეთ. ჭარხალი, მარილი, შაქარი, 100 მლ ძმარი დაუმატეთ და აურიეთ. როცა სალათი ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და თავდახურულ ქვაბში დაახლოებით 40 წუთით თუშეთ.
- კიდევ 100 მლ ძმარი და დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ, აურიეთ და 10 წუთით თუშეთ. სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ, მოხუფეთ, გადააბრუნეთ და სრულად გაგრილებამდე შეფუთეთ.
- კონსერვი სარდაფში ან მაცივარში შეინახეთ. ასეთი სალათი შეგიძლიათ ბორშის საკაზმად გამოიყენოთ.