ეს მარტივი და ყუათიანი საუზმის კერძია. აღსანიშნავია, რომ ქართულ სამზარეულოში სპეციალურად საუზმისთვის მომზადებული კერძები ბევრი არ არის. აჭარული სამზარეულო ამ მხრივ გამონაკლისია.
ინგრედიენტები:
- პამიდორი – 500 გ
- კვერცხი – 4 ცალი
- ყორაო (კვაწარახი) – 15 გ
- ხახვი – 80 გ
- ნიორი – 2-3 კბილი
- ოხრახუში – 10 გ
- ზეთი – 15 მლ
- წყალი – 80 მლ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ გაოქროსფრებამდე. შემდეგ დაამატეთ დაკეპილი ან გახეხილი ნიორი.
- სანამ ეს მასა მოიშუშება, პამიდორს კანი გააცილეთ, წვრილად დაჭერით და ტაფაში ჩაამატეთ. დაუმატეთ ყორაო, დაასხით წყალი და დაბალ ცეცხლზე 7-8 წუთს. შეაზავეთ მარილით.
- კარგად რომ მოუშუშება, დაამატეთ კვერცხები. დაახურეთ თავზე და დაელოდეთ კვერცხის მომზადებას. კვერცხი კარგად რომ მოიხარშება, გადმოდგით ცეცხლიდან და მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.
სულ ესაა, კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით!