ჩიზქეიკი ” ნიუ-იორკი” ფაფუკი ბისკვიტით და ნაღების ყველის გულსართით

2337

“ნიუ იორკი” ამ ტიპის ნამცხვრის ყველაზე კლასიკური თანამედროვე ფორმაა. მისი ფუძე ბისკვიტია, ხოლო გულსართი – ნაღების ყველი. ჩიზქეიკს უხსოვარი დროიდან ამზადებენ, მაგრამ მისი გულსართის კლასიკურ ინგრედიენტად ნაღების ყველი სწორედ ნიუ – იორკში დამკვიდრდა.

ინგრედიენტები: 

ბისკვიტისთვის: 

  • 250 გ გრეჰემის კრეკერი ან მრგვალი ხრაშუნა ბისკვიტები
  • 90 გ მარილიანი კარაქი
  • 50 გ ღია ყავისფერი შაქარი
  • 1/2 ჩ.კ. დაფქული კოჭა
  • 1/2 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი

გულსართისთვის :

  • 1,25 კგ ნაღების ყველი, დარბილებული
  • 300 გ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა წვრილად გახეხილი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი, ახალგამოწურული
  • 1/2 ჩ.კ. მსხვილი მარილი
  • 4 კვერცხი
  • 250 მლ არაჟანი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გაახურეთ 190 გრადუსზე. ნამცხვრის მრგვალ ფორმას (23 სმ). რომელსაც გვერდი ეხსნება მთელ ზედაპირზე კარაქი წაუსვით.
  2. მრგვალი ხრაშუნა ბისკვიტები, კარაქი, ყავისფერი შაქარი, კოჭა და დარიჩინი ჯამში კარგად შეურიეთ ერთმანეთს. გადაიტანეთ ფორმაში და დატკეპნეთ. აცხვეთ 12-15 წუთი. უნდა გამყარდეს. ფორმაშივე გააცივეთ.
  3. ღუმელის ტემპერატურას დაუწიეთ 170 გრადუსამდე.
  4. გულსართი: ნაღების ყველი მიქსერით საშუალო სიჩქარეზე ათქვიფეთ ერთგვაროვანი, კრემისებური მასის მიღებამდე. ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი ისე, რომ მთლიანად გადნეს, შემდეგ -ლიმონის ცედრა, წვენი და მარილი. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები, დაუმატეთ არაჟანი და განაგრძეთ თქვეფა.
  5. ნამცხვრის ფორმას ალუმინის ორმაგი ფოლგა გარედან ისე შემოახვიეთ,  რომ წყალგაუმტარი გახდეს.
  6. ბისკვიტს ფორმაშივე წაუსვით გულსართი, სხვა ჭურჭელში ჩადგით და ადუღებული წყალი ჩაასხით, რომ ბისკვიტიან მასას შუამდე მოადგეს.
  7. აცხვეთ დაახლოებით 1¾ საათი, ბისკვიტისა და გულსართის ცენტრი უნდა გამყარდეს. ფორმა წყლის აბაზანიდან ამოიღეთ და ადროვეთ 30 წუთი. ფორმის კიდეებს დანა შემოატარეთ და ჩიზქეიკი ბოლომდე გააცივეთ.
  8. დააფარეთ და მთელი ღამით მაცივარში დატოვეთ. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.