ეს რეცეპტი ძალიან გამოგადგებათ, მისი მეშვეობით თქვენი სადღესასწაულო მაგიდას უგემრიელესი ტორტი დაამშვენებს.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- 1 კვერცხი
- 150გ შაქარი
- 30გ მარგარინი
- 1 ჩაის კოვზი სოდა
- 2 სუფრის კოვზი თაფლი
- 3 სუფრის კოვზი რძე
- 400გ ფქვილი
- 2-3 სუფრის კოვზი კაკაო
კრემისთვის
- 1 კვერცხი
- 2 სუფრის კოვზი ფქვილი
- 100გ შაქარი
- 300მლ რძე
- 300გ კარაქი
- ნიგოზი
მინანქრისთვის
- 100გ შოკოლადი
- 100გ კარაქი
მომზადება
- კაკაოსა და ფქვილი გარდა დანარჩენი ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს და დაბალ ცეცხლზე გაალღვეთ.
- გადმოიტანეთ ცეცხლიდან, დაუმატეთ კაკაო და ფქვილი, მოზილეთ ცომი.
- გააბრტყელეთ და ამოჭერით ბლინის ხომის ნაჭრები, გამოაცხვეთ ფქვილიან ზედაპირზე.
- ფირფიტებიდან ჩამოფერთხეთ ფქვილი.
- კავერცხს დაუმატეთ შაქარი, ფქვილი და ათქვიფეთმ პროცესში ჩაასხით რძე.
- მოარშეთ კრემი წყლის აბაზანაზე ან ძალიან დაბალ ცეცხლზე, ურიეთ განუწყვეტლივ შესქელებამდე.
- გააგრილეთ. ათქვიფეთ რბილი კარაქი და დაუმატეთ კრემის მასას, არ შეწყვიტოთ თქვეფა.
- კორჟებს წაუსვით კრემი, მოაყარეთ ნიგოზი. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 1-2 საათი.
- წყლის აბაზანაზე გაალღვეთ შოკოლადი და კარაქი, მიღებული მასა მოასხით ტორტს.
- მოათავსეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!