შოკოლადის სოუსიანი ჩურო – ხრაშუნა გარსი და რბილი შიგთავსი

2534

ჩუროს მომზადებისას ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ზეთი საკმარისად ცხელი იყოს. თუ გვინდა ჩუროს ხრაშუნა გარსი და რბილი შუაგული ჰქონდეს, მდუღარე ზეთში უნდა შევწვათ და შემდეგ ქაღალდის  ხელსახოცზე ან ცხაურზე მოვათავსოთ, რომ ცხიმისგან დაიწრიტოს.

ინგრედიენტები:

შოკოლადის სოუსი: 

  • 1/2 ფინჯანი წყალი
  • 1/4 ფინჯანი შაქარი
  • 250 გ შავი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი
  • 1 სუფრის კოვზი კაკაო
  • 1/4 ფინჯანი რძე

ჩურო: 

  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 ფინჯანი (500 მლ) წყალი
  • 3 სუფრის კოვზი კარაქი
  • 375 გ ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 2 დიდი კვერცხი, ოდნავ ათქვეფილი
  • 6 ფინჯანი (1,5 ლ) მცენარეული ზეთი

ულუფა: 6

მომზადება: 40 წუთი

ცხობა: 20 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. შოკოლადის სოუსი: გააცხელეთ წყალი და შაქარი საშუალო ცეცხლზე, სანამ შაქარი გადნება. დაუწიეთ ცეცხლს, დაუმატეთ შოკოლადი, კაკაოს ფხვნილი და რძე. ურიეთ განუწყვეტლივ, სანამ შოკოლადი არ გადნება. მიიღებთ რბილ სოუსს. გადადგით, თბილად შეინახეთ.
  2. ჩურო: დიდ ქვაბში შეურიეთ შაქარი, წყალი და კარაქი. საშუალო ცეცხლზე შემოდგით და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  3. ხის კოვზით შეურიეთ ფქვილი და მარილი და ამზადეთ, ვიდრე ცომი ისე არ ამოვა, რომ გვერდებიდან გადმოსვლას დაიწყებს, დაახლოებით 2 წუთი.
  4. გადმოდგით ცეცხლიდან და შეათქვიფეთ კვერცხები. ურიეთ განუწყვეტლივ, სანამ გაზავდება.
  5. ღრმა ტაფაში ან ქვაბში გააცხელეთ ზეთი 190 გრადუსზე. თუ სპეციალური თერმომეტრი არ გაქვთ, ზეთის ტემპერატურა პურის ნაჭრით შეამოწმეთ. ჩააგდეთ შიგ. თუ პური მაშინვე ბუშტუკებს გაუშვებს ზედაპირზე და ოქროსფერი გახდება, ესე იგი მზად არის.
  6. ცომი კოვზით ჩადეთ 1 სმ ზომის ვარსკვლავის ტომსიკაში. ცხელ ზეთში ჩაუშვით 10 სმ სიგრძის ცომი და დაბრაწეთ ოქროსფერის მიღებამდე. ჩურო სპეციალური მაშით ამოიღეთ და ქაღალდის ხელსახოცზე მოათავსეთ, რომ ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს. ასე გააკეთეთ, სანამ მთელ ცომს არ გამოიყენებთ.
  7. სოუსი ექსპრესოს 6 ფინჯანში გაანაწილეთ და ჩუროსთან ერთად, ცხლად მიიტანეთ სუფრაზე.