შოკოლადის და ვანილის კექსები – კექსების მეფე!

872

სანამ გარეთ ზამთრის სუსხი მეფობს, ძალიან მინდა თბილი ტკბილეულით დავტკბე. ძალიან მიყვარს ცხობა. მინდა შოკოლადიანი კექსების განუმეორებელი რეცეპტი გაგიზიაროთ. მე იმდენად მომწონს ეს კექსები, რომ უკვე მეხუთეჯერ ვამზადებ.

ინგრედიენტები

  • 250გ ფქვილი (მე ვიყენებ ბრინჯის ფქვილს, მაგრამ ჩვეულებრივიც გამოდგება)
  • 2 კვერცხი
  • 250მლ იოგურტი დანამატების გარეშე
  • 100გ შოკოლადი
  • 100გ კარაქი
  • 150-250გ შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი და საფუარი
  • 20-30გ კაკაო
  • ვანილი და დაიჩინი

მომზადება

1.პირველ რიგში მშრალი ინგრედიენტები გადაურიეთ ერთმანეთს (ვანილის, კაკაოს და დარიჩინის გარდა). ჯამში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ შაქარი, მარილი და საფუარი.

2.ცალკე ჯამში მოათავსეთ კვერცხი და იოგურტი. ნელ-ნელა დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები და ათქვიფეთ მიქსერით.

უნდა მიიღოთ წელვადი ცომი.

3.გაალღვეთ კარაქი. დააქუცმაცეთ შოკოლადი. მე მიყვარს მწარე შოკოლადი, ამიტომაც ვიყენებ მას.

4.ცომს დაუმატეთ კარაქი, ათქვიფეთ მასა მიქსერით. ამასობაში ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე.

5.ახლა კი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტია. გაყავით ცომი 2 ნაეილად. ერთ ნაწილს დაუმატეთ ვანილი და კარგად მოურიეთ. მეორე ნაწილს დაუმატეთ კაკაო და ათქვიფეთ მისერით.

6.ორივე ნაწილს დაუმატეთ 50გ შოკოლადი. კარგად მოურიეთ ცომს. სილიკონის საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი.

7.ჩაასხით ცომი თქვენი გემოვნებით. მოიფიქრეთ კომბინაციები.

ფორმა უნდა აავსოთ 2/3, რადგან მზადებისას ცომი ამოფუვდება.

8.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.

უგემრიელესი კექსები მზად არის!

გერიელად მიირთვით!