შინაურული შესქელებული რძე სწრაფი რეცეპტით

1242

შესქელებული რძე ტკბილეულის მოყვარულების საყვარელი ტკბილეულია. ჩვენ ჯერ კიდევ ბავშვობიდან გვიყვარს, როცა მას ბლინებთან, ოლადებთან ერთად მივირთმევდით ან უბრალოდ ქილიდან კოვზობით ვჭამდით. ადრე შესქელებული რძე ნატურალური იყო, მავნე დანამატების, დამატკბობლების და კონსერვანტების გარეშე.

ასეთი პროდუქტი შეგიძლიათ სახლის პირობებში მოამზადოთ და Gastronomia.ge–ს რედაქცია სწრაფ რეცეპტს გთავაზობთ. შინაურული შესქელებული რძე შესანიშნავი ხარისხი, რძის სარგებელი და ნატურალური გემოა.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ შაქრის ფხვნილი (მაღაზიის)
  • 350-400 გრ ძროხის რძე (ხანმოკლე შენახვის ვადით)
  • 40 გრ კარაქი

მომზადების წესი:

  1. მაღალ გვერდიანი ქვაბი დაგჭირდებათ, რომ რძე ადუღებისას არ გაგექცეთ. ქვაბში რძე ჩაასხით, კარაქი და გაცრილი შაქრის ფხვნილი დაუმატეთ.
  2. სუსტ ცეცხლზე დადგით. კარაქის და პუდრის სრულად გახსნამდე აურიეთ. ახლა საშუალო ცეცხლზე გადაიტანეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. როგორც კი ადუღდება, მუდმივად აურიეთ და 10 წუთით ხარშეთ. მეტი ხარშვა არ სჭირდება.
  3. ქილაში ან კერამიკის სარძევეში ჩაასხით, რომლითაც სუფრაზე გაიტანთ. ცოტა ხნით გააგრილეთ, შემდეგ დილამდე მაცივარში შეინახეთ.
  4. თუ გეჩვენებათ, რომ შესქელებულ რძე თხელია, ნორმალურია. გაგრილების შემდეგ ცოტა უფრო გასქელდება.
  5. რჩევა: შაქრის ფხვნილი სჯობს მაღაზიაში შეიძინოთ, რადგან მასში სახამებელი შედის, რომელიც გასქელებას ხელს უწყობს.
  6. გემრიელად მიირთვით!