შვილიშვილმა TikTok ჩამიწერა. იქ ამ დესერტის რეცეპტი ვიპოვე. ჟელეს ძლიერ ვთქვეფავ

253

ყველა დიასახლისს არ მოსწონს მზა ჟელე, რომელიც პაკეტებში იყიდება. ითვლება, რომ ასეთ დესერტს ცუდი შემადგენლობა აქვს. სწორედ ამიტომ, სახლში ჟელეს მომზადებას უპირატესობას ანიჭებენ. რა საჭიროა მაღაზიაში მზა ჟელეს ყიდვა?

გპასუხობთ! ასეთი ჟელედან უჩვეულო დესერტი მზადდება. რეცეპტი TikTok–ზე გამოაქვეყნეს და მალე ვირუსული გახდა. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა და როგორ მოამზადოთ პაკეტის ჟელედან.

პაკეტის ჟელე

მზა ჟელე პაკეტში იდეალური ვარიანტია, თუ სამზარეულოში ქურასთან დიდხანს ტრიალი არ გიყვართ. საკმარისია, ჟელეს ფხვნილს ცხელი წყალი დაასხათ, აურიოთ, ფორმებში გადაანაწილოთ და მაცივარში შედგათ.

ჩვეულებრივ, ასეთ ჟელეში შედის ჟელატინი, შაქარი, ლიმონმჟავა, ხილის ფხვნილი და საკვები საღებავები. შინ მომზადებული დესერტი უფრო სასარგებლოა. ამისთვის ნებისმიერ ჯელისებრ კომპონენტს სახლის წვენი დაასხით. მაღაზიისას არ ჩამოუვარდება.

მზა ჟელეს საკითხი უკვე გავარკვიეთ. დროა გავიგოთ, როგორ მოვამზადოთ საინტერესო დესერტი ჟელეთი. განსხვავებული მეთოდით მომზადება მის ტექსტურას სრულიად ცვლის. მარტივად მზადდება და სუფრიდან წამებში ქრება.

ინგრედიენტები:

  • 2 პაკეტი ნებისმიერი ჟელე
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადების წესი:

1. წყალი შეათბეთ. ძალიან ცხელი არ უნდა იყოს.

2. წყალი და პაკეტის ჟელე აურიეთ. დიდი და ღრმა თასი გამოიყენეთ.

3. მიქსერი დაბალ სიჩქარეზე ჩართეთ და ნარევი ათქვიფეთ. ნელნელა სიჩქარეს მოუმატეთ. როგორც კვერცხის ცილის შემთხვევაში, დიდხანს თქვეფა სჭირდება.

4. მალე ნარევი აქაფდება და გასქელდება. 10-15 წუთის შემდეგ სქელი ნარევი ფორმებში გადაანაწილეთ და მაცივარში შეინახეთ. ნახევარ საათში დესერტი მზად იქნება.

მიღებული დესერტი ზეფირს, მარშმელოუს ჰგავს. ვიტყოდი, ამ მეთოდით ჟელესგან სუფლეს გაკეთება შეიძლება.

მომზადების მეთოდის ცვლილება დესერტის ტექსტურასაც ცვლის. ჰაეროვანი მასით ბევრი ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება. მაგალითად, ტორტის ფენად ან სხვა დესერტის შუაფენად გამოიყენეთ. მზა ორცხობილებს შორის ჟელეს სუფლე მოაქციეთ და სენდვიჩი მზადაა.

დესერტს დიდი პოტენციალი აქვს. გირჩევთ, სხვადასხვა ჟელეს მომზადება სცადოთ და დააგემოვნოთ. ასე თქვენი ფავორიტის პოვნას შეძლებთ. კიდევ ერთი! ჟელეს მომზადებისას წყალი გამოიყენეთ. ცხელი რძით სუფლეს ვერ მიიღებთ, რადგან ჟელეში შემავალი ლიმონმჟავა რძეს აჭრის.