შვედური ბეზე, რომელიც მაგიდიდან ელვის სისწრაფით ქრება

962

დღეს ჩვენ ამ ტკბილეულით შვედეთში ვიმოგზაურებთ. ეს სტუმრების გასაოცებლად უნიკალიური მეთოდია. ჩემს შვილს დღესასწაული გავუფერადე ამ ტკბილეულით, ბავშვებს ძალიან მოეწონათ. რაც მთავარია ნატურალური პროდუქტებისგან მზადდება, ამიტომ ნუ გექნებათ შიში და თამამად გაუმასპინძლდით შვილებს.

ამ საოცარი ბეზეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ უმარტივესი პროდუქტები.

ინგრედიენტები

  • 5 კვერცხის ცილა
  • 320გ შაქარი
  • მარილი
  • ვანილი
  • ლიმონის მჟავა
  • საკვები საღებავი

მომზადება

1.ქვაბში ჩაასხით წყალი და დადგითცეცხლზე. ეს წყლის აბაზანისთვის გვჭირდება.

2.ცილას დაუმატეთ შაქარი, მარილი, ვანილი და ლიმონის მჟავა.

3.ცილა მოათავსეთ წყლის აბაზანაზე ისე, რომ ჯამი არ ეხებოდეს წყალს. ურიეთ შაქრის გალღვობამდე.

4.შეამოწმეთ ბოლომდე გაიხსნა თუ არა შაქარი. თუ ყველაფერი ნორმაზეა შეგიძლიათ მიქსერით ათქვიფოთ.

5.ჯამი დააბრუნეთ წყლის აბაზანაზე. 1 წუთის განმავლობაში ათქვიფეთ საშუალო სისწრაფეზე ხოლო შემდეგ გააგრძელეთ მაღალი სისწრაფით. ცილოვანი მასას უნდა ამოფუვდეს – თქვეფის დრო დაახლოებით 10 წუთი. თუ კრემიმი მიქსერს ნაჭერვით ეხვევა ესეიგი მზად არის.

6.ასეთ კრემთან მუშაობა უმალვე უნდა დაიწყოთ. თუ კრემის დატოვებას აპირებთ ცოტახნით, მაშინ აუცილებლად დააფარეთ სხველი ნაჭერი.

კრემთან მუშაობა

1.თუ ფერადი ტკბილეულის მომზადება გინდათ, კრემი რამდენიმე ნაწილად გაყავით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი საკვები საღებავი.

2.თუ ფხვნილისებრ საღებავს იყენებთ, ჯერ ჩაის კოვზზე დაყარეთ, დაასხით რამდენიმე წვეთი წყალი. კარგად მოურიეთ, მიღებული მასა დაუმატეთ ცილას. უმჯობესია საღებავი ცხელ წყალში გახსნათ.

3.კრემი მოათავსეთ ერთჯერად საკონდიტრო ტომრებში.

4.აიღეთ კიდევ ერთი საკონდიტრო ტომარა, მოაჭერით ბოლო, გაუკეთეთ თავაკი. დანარჩენ ტომრებსაც მოაჭერით ბოლოები, რომლებიც სავსეა კრემით. ყველა ერთად მოათავსეთ თავაკიან ტომარაში.

5.საცხოაბ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი. მიეცით ფორმა დესერტს. შეგიძლიათ თან დაურთოთ ხის წკირები.

6.გამოაცხეთ 70 გრადუსზე. თუ გაზის ღუმელი გაქვთ, მაშინ შეარჩიეთ მინიმალური ტემპერატურა. ღუმელის კარში რამდენიმე ნაჭერი მოაყოლეთ, რათა ღუმელი არ დაიხუროს.

7.შვეიცარული ბეზე ძალიან დიდხანს ცხვება, დაახლოებით 2,5 საათი. ტკბილეულის შენახვა შეგიძლიათ შეფუთვაში ან კონტეინერში 5 დღე.

გემრიელად მიირთვით!