შეუდარებელი ფაჯი: ნამდვილი ნეტარებაა ტკბილეულობის მოყვარულთათვის

1762

ინგლისურ სამზარეულოში ერთი საინტერესო კერძი არსებობს სახელწდებით fudge. ტკბილეულობა, რომელსაცრომელიმე კატეგორიაში ვერ შეიყვან: კამფეტია თუ ნამცხვარი, ცოტათი გაურკვეველია. თუმცა, ეს არ არის მნიშვნელოვანი: ის იმდენად გემრიელია, რომ გემოსა და სილამაზის აღსაწერად სიტყვები არ გყოფნის.

ნაღებისა და კარამელის გემოს კიდევ უფრო ამძაფრებს ცუკატი და თხილი. იდეალური ანტიდეპრესანტია საკუთარი თავისთვის, შესანიშნავი საჩუქარი მეგობრისთვის და მოტივატორი ბავშვებისთვის. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მომზადებას დიდი დრო და ძალისხმევა არ სჭირდება.

ინგრედიენტები

  • 250 გრ თეთრი შოკოლადი
  •  380 გრშესქელებული რძე
  • 10 გრ კარაქი
  • 2 ს.კ. ცუკატი
  • 2 ს.კ. მოცხარის ჩირი
  • 2 ს.კ. თხილი
  • 2 მწიკვი კარდამონი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

1. ჩაასხით თასში შესქელებული რძე, დაამატეთ შოკოლადის ნატეხები. დადგით ორთქლის აბაზანაზე, მოურიეთ კარგად ერთგვარი მასის მიღებამდე, დაუმატეთ მარილი.

2. მოხსენით ცეცხლიდან, დაამატეთ მოცხარის ჩირი, ფორთოხლის ცუკატები, დაქუცმაცებული თხილი.

3. კიდევ ერთხელ მოურიეთ მასას, შემდეგ გადაასხით ფოლგა დაფარებულ და კარაქწასმულ ფორმაში. გააცივეთ და შედგით მაცივარში მინიმუმ 4 საათით. შემდეგ დაჭერით სველი დანით ულუფებად.

ფაჯის მომზადების უამრავი ვარიაცია არსებობს, მაგრამ რომელიც არ უნდა აირჩიოთ, ყველა აღგაფრთოვანებთ. მოუყევით მეგობრებს ამ რეცეპტის შესახებ!