დღესჩვენ 3 შეუდარებელ რეცეპტს გთავაზობთ. ეს ოლადები საუზმეზე ნამდვილად შეუცვლელია.
ყველის ოლადები პომიდორით
ინგრედეინტები
- 200გ ფქვილი
- 1 კვერცხი
- 150მლ რძე
- 50გ შებოლილი ძეხვი
- 10 ცალი უკურკო ზეთის ხილი
- 70გ მოცარელა
- 30გპარმეზანი
- 7 ცალი ჩერრი
- 7გ გამაფხვიერებელი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ პარმეზანი, მარილი, წიწაკა. ჩაასხით რძე, მოაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, კარგად მოურიეთ.
- დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ჩერრი, ძეხვი, ზეთის ხილი, მოცარელა და მოურიეთ.
- გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი. 2 კოვზის დახმარებით მოათავსეთ ოლადები. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
ყველის ოლადები ღუმელში
საოცრად ნოყიერი და მადისაღმძვრელი ოლადები მზადდება ზეთის გარეშე.
ინგრედიენტები
- 1 კვერცხი
- 30გ პარმეზანი
- მარილი და წიწაკა
- 150მლ რძე
- 200გ ფქვილი
- 7გ გამაფხვიერებელი
მომზადება
1.ათქვიფეთ კვერცხი მარილთამ და წიწაკასთან ერთად, დაუმატეთ პარმეზანი, მოურიეთ, ჩაასხით რძე, ისევ მოურიეთ. მოაყარეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.
2.გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი. 2 კოვზით მოათავსეთ ქაღალდზე და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
ყველის ოლადები-ფუნთუშები
ინგრედიენტები
- 6 ჩერრი
- 2 კვერცხი
- 150გ ფქვილი
- 8გ გამაფხვიერებელი
- 50გ პარმეზანი
- 80მლ რძე
- მარილი და წიწაკა
- ბაზილიკი
- მცანარეული ზეთი ფრიტურისთვის
მომზადება
- ჩერრი დაჭერით კუბიკებად, გაშალეთ თუშფალანგზე, რათა დაიწრიტოს.
- ათქვიფეთ მარილი და წიწაკა. დაუმატეთ პარმეზანი, ჩაასხით რძე, მოაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოზილეთ ცომი. დაუმატეთ პომიდორი, ბაზილიკი და მოურიეთ.
- გააცხელეთ ზეთი. შეწვით მასში ოლადები.
გემრიელად მიირთვით!