Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ყველიან კექსს, რომლის ცომიც წარმოუდგენლად გემრიელია. ახლა ხშირად მოვამზადებ და თქვენც გირჩევთ.
ინგრედიენტები:
- 1 კვერცხი
- 200 მლ 1%–იანი კეფირი
- 5 ს/კ მთელი მარცვლეულის ფქვილი
- 150 გრ ყველი
- ½ ჩ/კ სოდა
- 10 გრ მწვანე ხახვი
- 10 გრ მწვანილი (გემოვნებით)
- ნიორი გემოვნებით
- მარილი, წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- ყველი გახეხეთ, სასურველია, წვრილად, მაგრამ მსხვილადაც შეიძლება. ყველს კვერცხი დაუმატეთ და აურიეთ. კეფირი დაასხით, დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აურიეთ.
- ახლა ფქვილი–სოდის ნარევი დაუმატეთ, ოღონდ ნაწილ–ნაწილ, სანამ საშუალო სისქის არაჟნის მსგავს ცომს არ მიიღებთ.
- ცომი დაახლოებით 15 წუთით გააჩერეთ.
- ცომი კექსის ფორმებში ან ერთ პეროგის ფორმაში ჩაასხით. კექსის ფორმები ცომით ნახევრად გაავსეთ, რადგან ცხობის დროს გაიზრდება და მთელ მოცულობას დაიკავებს.
- ზუსტად 10-12 კექსი გამოვა.
- 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით შეწითლებამდე აცხვეთ. ახლა გაგრილებას დაელოდეთ, ფორმებიდან გამოიღეთ და სუფრაზე გაიტანეთ.
- გემრიელად მიირთვით!