ყველაზე გემრიელი და მადისაღმძვრელი კუბდარის რეცეპტი

4172

კუბდარი სვანური სამზარეულოს სიამაყეა! ერთი შეხედვით მისი მომზადება მარტივი მოგეჩვენებათ, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. ხორცის სუნელებით უნაკლოდ შეკმაზვა ყველას როდი გამოსდის. მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ ყველაფერი ხომ სწავლებადია. მითუმეტეს როცა საქმე ასეთ გემრიელ კერძთან გვაქვს. კუბდარის გულსართად შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ღორის ან საქონლის ხორცი.

ინგრედიენტები:

ცომი

  • 1 კგ ფქვილი
  • 3 კვერცხის გული
  • 400 მლ რძე
  • 100 მლ წყალი
  • 100 გ კარაქი
  • 30 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი

გულსართი

  • 500 გ საქონლის ხორცი
  • 500 გ ღორის ხორცი
  • 3 თავი ხახვი
  • 2 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 1 ჩ.კ. ძირა
  • 1 ჩ.კ. ბეგქონდარა
  • მარილი
  • წითელი წიწაკა
  • პილპილი
  • 50 გ კარაქი ზემოდან წასასმელად

მომზადების წესი:

  1. საფუვრის მომზადება: ჯამში ჩაასხით რძე და დაუმატეთ წყალი. რძისა და წყლის ნარევში ჩაყარეთ საფუარი და კარგად გახსენით.

2. ცომის მომზადება: გაადნეთ კარაქი ოღონდ არ აადუღოთ. რძეში გახსნილ საფუარს დაუმატეთ მარილი და გამდნარი კარაქი.

3. გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული, ცომს შეურიეთ კვერცხის გულები და სათქვეფლით კარგად აურიეთ.

4. დააყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოათავსეთ თასში, გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.

5. როცა ცომი აფუვდება, ჩაზილეთ ზეთიანი ხელებით, კვლავ გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.

6. ღუმელი გაახურეთ 250 გრადუსამდე.

7. გულსართი. ხორცი ძალიან წვრილად დაჭერით.

8. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სანელებელი და 25-30 წუთი ხელით კარგად ზილეთ.

9. როდესაც ცომი აფუვდება, 300-გრამიან გუნდებად დაყავით.

10. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ მრგვალად.

11. თითოეულ ფენაზე მოათავსეთ 300 გ ხორცის გულსართი, პირი მოუკარით.

12. ამოატრიალეთ, გააბრტყელეთ.

13. მოათავსეთ საცხობ ფურცელზე და გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი აცხვეთ.

14. გამომცხვარ კუბდარს გადაუსვით კარაქი.

გემრიელად მიირთვით!