ყაბაყს კორეული რეცეპტით სოკოსავით ვამზადებ. ასეთი გემრიელობა ჯერ არ მიჭამია

4207

ყაბაყის კორეულად მომზადება დიდ დროს და ძალას არ წაგართმევთ, მაგრამ შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. გემოთი სოკოს ჰგავს.  ხრაშუნა, უცხიმო და საოცარი ფორმის ყაბაყი გამოდის. შვილებს ყაბაყი ასე ჩქარა არასდროს უჭამიათ! Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ყაბაყის მომზადების კორეულ რეცეპტს. ასეთი გემრიელობა გასინჯული არ გექნებათ!

ინგრედიენტები:

  • 1 ყაბაყი
  • 1 ს/კ ფქვილი
  • 1 ჩ/კ პაპრიკა
  • 0,5 ჩ/კ მდოგვი
  • 1 ს/კ სოიოს სოუსი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 0,5 კონა კამა
  • სანელებლები გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

1. ყაბაყი გარეცხეთ, გათალეთ, ზოლებად, შემდეგ ნაჭრებად დაჭერით.

2. ყაბაყი თასში გადაიტანეთ, ფქვილი და პაპრიკა დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

3. ყაბაყის ნაჭრები ცხელ ზეთში მომზადებამდე შეწვით. სილიკონის სპატულით მუდმივად აურიეთ.

4. ცალკე თასში სოიოს სოუსი და მდოგვი აურიეთ. წვრილად გახეხილი ნივრის კბილი დაუმატეთ. მარილი და საყვარელი სანელებლები (მაგალითად, მწვადის სანელებლები) მოაყარეთ. სურვილის შემთხვევაში ხმელი რეჰანი შეგიძლიათ დაუმატოთ. ყურადღება მიაქციეთ: თუ კონცენტრირებულ სოიოს სოუსს იყენებთ, მარილი შეგიძლიათ არ დაუმატოთ. აქ, გემოთი იხელმძღვანელეთ!

5. კამა დაჭერით და სოუსს დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

6. მზა შემწვარი ყაბაყი თასში გადაიტანეთ. ცხელ ყაბაყს საკაზმი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 10-15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ მაგიდაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

ყაბაყის კორეულად მომზადებას მაქსიმუმ 15 წუთი სჭირდება და ამდენი დრო დამარინადებას. მარილი სჯობს არ დაუმატოთ. სოიოს სოუსი თავის საქმეს გააკეთებს.ქინძი შეგიძლიათ დაუმატოთ, წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის! ნაკლები ჭურჭელი რომ დასვაროთ, საკაზმი საერთო თასში მოამზადეთ. ოჯახის წევრები ასე მომზადებულ ყაბაყს სუფრიდან წამებში აქრობენ. გირჩევთ, ორმაგი ულუფა გააკეთოთ, არ წააგებთ!