ყაბაყის პიცა ძალიან სწრაფად: სეზონური კერძის მარტივი რეცეპტი

1384

ყაბაყი იდეალური ბოსტნეულია, მისგან უამრავი საინტერესო კერძის მომზადება შეიძლება. მაგალითად ყველასათვის საყვარელი პიცა, რომელიც ძალიან რბილი გამოდის. ჩემს ოჯახში ამ კერძზე უბრალოდ გიჟდებიან.

ინგრედიენტები

  • ყაბაყი 3 ცალი
  • კვერცხი 3 ცალი
  • ფქვილი 200გ
  • პომიდორი ჩერრი 200გ
  • ნიორი 3 კბილი
  • კამა და მწვანე ხახვი
  • გამაფხვიერებელი
  • ყველი
  • მარილი, წიწაკა, სანელებლები

მომზადება

  1. გაასუფთავეთ ყაბაყი და გახეხეთ, მოაყარეთ მარილი, დატოვეთ რამდენიმე წუთი.
  2. ხელით გაწურეთ ყაბაყი, დაუმატეთ კამა, მწვენე ხახვი, კვერცხი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და გახეხილი ნიორი.
  3. მოურიეთ მასას კარგად.
  4. მცენარეული ზეთი წაუსვით ტაფას და მოათავსეთ მასა, მოასწორეთ. ზემოდან მოათავსეთ ჩერრი, ოდნავ ჩააფიქსირეთ ცომში.
  5. გამოაცხევთ 180 გრადუსზე 30 წუთი, მოაყარეთ ყველი და დაელოდეთ 10 წუთი.
  6. ყველთან ერთად შეგიძლიათ დაუმატოთ ლორი, ნიორი  და ძეხვი.
  7. პიცა იქნება ძალიან რბილი და არომატული.

გემრიელად მიირთვით!