ბადრიჯნით სავსე წიწაკა – შემოდგომის საუკეთესო კერძია. ის აერთიანებს სასარგებლო სეზონურ ბოსტნეულს.
კერძი ლამაზად გამოიყურება, ამიტომ მისი მომზადება დღესასწაულებზეც შეგიძლიათ. მისი კიდევ ერთი პლიუსი – დაბალკალორიულობაა. ეს სწორედ ის არის, რაც სურს ყველას, ვინც წონის შენარჩუნებას ცდილობს.
გემრიელი ფარშირებული პილპილი
ინგრედიენტები
- 7 ც ბულგარული პილპილი
- 2 ც ბადრიჯანი
- 2 ც სტაფილო
- 2 ც პომიდორი
- 1 ც ხახვი
- 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 100 მლ წყალი
- კონა მწვანილი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი
1. გაასუფთავეთ ბადრიჯანი და დაჭერით კუბებად. ტაფაზე გააცხელეთ 1 ს.კ. მცენარეული ზეთი და მასში შეწვით ბადრიჯანი ძლიერ ცეცხლზე.
2. ხახვი დაჭერით კუბებად, სტაფილო მსხვილად გახეხეთ და 10 წუთის შემდეგ ბადრიჯანს დაუმატეთ. კიდევ დაუმატეთ ზეთი და მოთუშეთ ბოსტნეული 5 წუთის განმავლობაში, უფრო დაბალ ცეცხლზე.
3. დაჭყლიტეთ ორი პომიდორი კანის გარეშე და ტაფაზე ბოსტნეულს დაუმატეთ ან ჩაანაცვლეთ იგი 2 ს.კ. ტომატ-პასტით. დაუმატეთ სანელებლები და მოურიეთ. ჭურჭელს თავსახური დაახურეთ. დაბალ ცეცხლზე კიდევ 10 წუთით მოთუშეთ და შემდეგ გააგრილეთ.
4. გარეცხეთ პილპილი, გაწმინდეთ შიგთავსისგან და თესლისგან. სურვილისამებრ, სანამ პილპილს ბადრიჯნის შიგთავსით გაავსებდეთ, შეგიძლიათ ბოსტნეული მდუღარე მარილიან წყალში 3 წუთის განმავლობაში დაამუშავოთ. ასე ტკბილი პილპილი უფრო რბილი იქნება. შემდეგ კი გაავსეთ პილპილი გაგრილებული ბადრიჯნის შიგთავსით.
5. მაღალ საცხობ ფორმაში ჩაასხით წყალი, რომ პილპილი არ დაიწვას და ფორმის ძირს არ მიეკროს. ჩაალაგეთ მასში ბულგარული პილპილი და მცენარეული ზეთი წაუსვით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
ღუმელში გამომცხვარი ბულგარული პილპილი ძალიან არომატული გამოდის. გემრიელად მიირთვით!